Google+

სიახლეები

16.03.2008
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჯანდაცვის ცენტრი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჯანდაცვის ცენტრი "მედინა" გახსნა. პრეზენტაციას პირველი ლედი სანრდა რულოვსიც დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფომ მსგავსი კლინიკების გახსნას ხელი უნდა შეუწყოს. მისი თქმით, ახალ კლინიკაში 100 ადამიანი დასაქმდება .კერძო კლინიკაში 5 სამედიცინო ცენტრია განთავსებული. სტაციონარული განყოფილება უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი."მთავარი ამოცანაა, ასეთ კლინიკებში მომსახურება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მთავარია, რომ აჭარაში შეიქმნა მაღალი სტანდარტების დაწესებულება, რომელსაც შეიძლება მიმართონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)