Google+

სიახლეები

02.04.2008
მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტში ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. შეხვედრის შემდეგ ის ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა ატლანტიკების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება ითხოვა. მიხეილ სააკაშვილმა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს უკომპრომისობისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ჰყავს მოწინააღმდეგეები, თუმცა საქართველოს მეგობარი ქვეყნების თანადგომის იმედი აქვს.

"ალიანსის წევრებმა არ უნდა დაუთმონ რუსებს, რომლებიც საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების კატეგორიული წინააღმდეგები არიან. რუსეთს კარგი არ სურს ნატოსთვის. არ მაქვს ილუზია, რომ ალიანსის წევრები დღეს ღამით მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენთვის სამოქმედო გეგმის მონიჭების შესახებ, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნატოსთვის ჭეშმარიტების მომენტია", - განაცხადა სააკაშვილმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემანს" ინტერვიუ მისცა და იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ მისცემს რუსეთს ალიანსის გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლებას, რადგან რუსეთის აგრესიული ძალები ამას საკუთარ გამარჯვებად ჩათვლიან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)