Google+

სიახლეები

14.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელში გაემგზავრა. ისრაელის სახელმწიფოებრიობის 60 წლისთავთან დაკავშირებით, იერუსალიმში უპრეცედენტო მასშტაბის საპრეზიდენტო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას მსოფლიოს 27 ლიდერი დაესწრება. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ისრაელის დედაქალაქში უკვე გაიხსნა "საპრეზიდენტო კონფერენცია-2008", რომელშიც ასევე მონაწილეობენ მსოფლიოს ეკონომიკის, პოლიტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, მედიცინისა და ფილოსოფიის გამოჩენილი ფიგურები.

კონფერენციის მასპინძელი ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესია.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისრაელის, ებრაელი ხალხისა და მთლიანად მსოფლიოს მომავალი განვითარების საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პირისპირ შეხვედრაც.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)