Google+

სიახლეები

09.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გომბორის გზის პირველი დასრულებული მონაკვეთი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გომბორში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და ახალი, უკვე დასრულებული 10 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა. პრეზიდენტის თქმით, ამ გზას შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და გზების მშენებლობის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული გზის სრული საფარის დაგება კი 2010 წელს დასრულდება, რის შემდეგაც თელავიდან თბილისში ჩამოსვლას 50 წუთი დასჭირდება.

"ჩვენი საარჩევნო დაპირება სრულდება არა იმით, რომ ვიწყებთ გზის მშენებლობას, არამედ იმით, რომ ვხსნით პირველ 10-კილომეტრიან მონაკვეთს, რათა მომავალ ზაფხულს გომბორის გზა მთლიანად იყოს გაკეთებული. ამას გარდა, წელს რთველში სახელმწიფომ საკმაოდ დიდი თანხა ჩადო. ვფიქრობ, კახეთში 70-80 მილიონი ლარი ყურძნის მოსავლიდან შევა, თუმცა ამ თანხაზე ცოტა მეტი უკვე შევიდა ხილის მოსავლისგან. ამას ტურიზმიდან შესული თანხაც რომ დავუმატოთ, დაახლოებით, 200 მილიონი გამოვა. ეს რომ მოსახლეობაზე გადავანაწილოთ, მიმაჩნია, რომ უკვე სერიოზული შემოსავალია. მომავალ წელს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო უკეთ გადანაწილების ხარჯზე - ვიმედოვნებთ, რომ ხორბლის მოსავალი, წლევანდელთან შედარებით, უფრო კარგი იქნება - შეიძლება ეს თანხა გავაორმაგოთ კიდეც. ამას მივაღწევთ იმით, რომ ფულს ვდებთ გზების მშენებლობაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, თელავში წყალი გაგვყავს... ჯერ-ჯერობით სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)