Google+

სიახლეები

01.12.2009
მიხეილ სააკაშვილმა სავაჭრო ცენტრი ”თბილისი ცენტრალი” მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რკინიგზის სადგურში განთავსებული სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი" მოინახულა, სადაც ცნობილი ბრენდების მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები და სხვადასხვა ტიპის გასართობი ცენტრები განთავსდება. საპრეზენტაციო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.

" ეს შენობა წლების განმავლობაში ასოცირდებოდა სიცარიელესთან, სიბინძურესთან, უიმედობასთან.

მადლობა მინდა ვუთხრა "თი ბი სი" ბანკსა და მის პარტნიორებს იმისათვის, რომ ამ ყველაფერს ახალი სული ჩაბერეს. ამ პროექტის შემდეგ აშენდება კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრი, ეს არის რაკიინის ინვესტიცია.

"თბილისის უნივერმაღზე" მიმდინარეობს დიდი მუშაობა. ასევე შენდება რამდენიმე სხვა ობიექტიც. ჩვენ გვაქვს უნიკალური ქვეყანა და გვყავს უნიკალური ხალხი.

ჩვენ არ გვინდა რომ ქართველები სხვას შენატროდენ. დარწმუნებული ვარ, რომ თბილი გახდება ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქი.

ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გვქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. ვმუშაობთ იმისათვის, რომ არ იყოს ენერგეტიკაში ავარიები.

თბილისში არის საშინელი საცობები, ამისთვის გადაიდგა პირველი ნაბიჯები. კეთდება დიდი ესტაკადა, რომლის შედეგადაც ვაკეში საცობები არ იქნება.

მომავალ წელს რკინიგზა გადავა თბილისის ზღვაზე. გომბორის გზით, გორში მოვხვდებით 1 საათში, რუსთავი ახალი ავტობანით შეუერთდება თბილისს.

მარცხენა სანაპიროზე აღვადგენთ ინფრასტრუქტურას. ხდება მოდერნიზაცია რკინიგზის, რომელიც აეროპორტს აერთებს სხვა უბნებთან.

ვმუშაობთ მეტროსადგურების მშენებლობის განახლებისათვის. თბილისში ორჯერ მოიმატა ავტომობილების რაოდენობამ.

საუბარი იყო, რომ ესტაკადა, რომელიც კეთდება ანადგურებს ვაკის ეკო გარემოს. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის და ეს ქარავანი მივა ბოლომდე.

რიყეზე, ქალაქის თვითმმართველობამ რამდენიმე რესტორნის დემონტაჟი მოახდინა, ამაზე რევოლუცია კინაღამ მოხდა, სამაგიეროდ იქ გაკეთდება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო პარკი.

ბევრი უგემოვნო შენობა არის აშენებული, მიმდინარეობს თბილისის გალამაზება, ფასადების გაკეთება. ხვალიდან ვიწყებთ მარჯანიშვილის პერიმეტრის რეაბილიტაციას.

ძველ თბილისში კანალიზაცია პირდაპირ ეზოში იყო, დღეს კი, კომპანიები ანგრევენ ამ სახლებს და სანაცვლოდ აძლევენ ახალ სახლებს.

არცერთი მთავრობა ევროპაში ამას არ უკეთებს თავის ხალხს. ვაშენებთ ახალ ხიდს ვეფხვის და მოყმის ძეგლთან. ეს ყველაფერი მოხდება ჩემს საპრეზიდენტო ვადაში- 2013 წლამდე.

ასევე მივესალმები, იმ ფაქტს, რომ თუკი ადრე აქ თურქული კომპანია მუშაობდა, დღეს უკვე ყველაზე კარგი სპეციალისტები ქართველები არიან.

ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც საუკეთესო კადრებს მოამზადებს. ჩვენ მტრებს ვაჯობებთ იმით, რომ ვიქნებით წარმატებულნი.

ძალიან დიდ აეროპორტს ვაშენებთ ფოთში. პატარა ქვეყანაში სამი დიდი საერთაშორისო აეროპორტი იქნება. ეს რკინიზგა ევროპული რკინიგზის ნაწილი იქნება.

მე როდესაც ვსაუბრობ, ყოველთვის თვლიან, რომ ეს კაცი ან მეოცნებეა ან ცრუპენტელა, სინამდვილეში კი, მე ვარ რეალისტი და ბევრად იმაზე მეტად რეალისტი, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია. ეს ახალი პროექტები ახლა არ ჩანს და სოკოებივით მიწისქვეშაა, მაგრამ მე ვარ ის მიწისმთხრელი, ვინც იცის მიწისქვეშ რა არის, ეს ყველაფერი კი, უცებ ამოვა და გაიფურჩქნება"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)