Google+

სიახლეები

07.01.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ფორუმს ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა. კონფერენცია, რომელიც მიუნხენში იმართება საქართველოს თემატიკას ეძღვნება.

ფორუმის თემაა "საქართველო ახალ გზაჯვარედინზე", განსახილველი საკითხები კი, ძირითადად, შეეხება ჩვენი ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებს, საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობას, საშინაო რეფორმებს, უსაფრთხოების ახალი ნიმუშის შემუშავების აუცილებლობასა და ნატოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების როლს ამ საქმეში.

კონფერენციას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ლიტვისა და ლატვიის, ასევე ნატო-სა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები არიან.

საერთაშორისო ფორუმი მუშაობას 10 იანვარს დაასრულებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)