Google+

სიახლეები

02.02.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის - პირველი კავკასიურის ირგვლივ შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა. პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტმა საჭიროდ მიიჩნია ამ საკითხის თაობაზე განცხადება გაეკეთებინა და სოლიდარობა გამოეცხადებინა არხის თანამშრომლებისა და ჟურნალისტებისათვის.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის ძალზე საშიში პრეცედენტი.

"იმედია, დემოკრატიის სამშობლოში მთავრობა, პოლიტიკოსებიც და მედიაც დაეხმარებიან ამ არხს, რომ ეთერში დაბრუნდეს. ეს იგივეა, რომ საქართველოს "ბი ბი სი", "სი ენ ენ" ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა პოლიტიკური ნიშნით, მით უმეტეს, რომ რუსული არხები საქართველოში სწორედ დასავლური სატელიტების მეშვეობით მაუწყებლობენ. ჯერ რუსეთში დაბლოკეს თავისუფალი აზრი და შემდეგ გაზპრომმა დასავლეთში მოიპოვა ბევრ მედია საშულებაზე კონტროლი, სცადა პარალელური რეალობის შექმნა; ახლა კი ალტერნატიული აზრი რუსეთის ფარგლებს გარეთაც იბლოკება, რათა გაზპრომის პარალელური რეალობა ერთადერთ ჭეშმარიტებად გაასაღონ", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს პირველი კავკასიურის მამაც ჟურნალისტებს და თავის მხრივ, აძლევს დამოუკიდებლობისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას.

"პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ გაზპრომთან კაპიტულაციის ასეთი პრეცედენტის დაშვება, უპირველესად, საშიშია თავად ევროპული დემოკრატიისათვის", - განაცხადა პრესსპიკერმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)