Google+

სიახლეები

03.05.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ქართველი ერისადმი. თბილისის საკრებულოში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

[...] ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ბოლო წელიწადნახევარი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ამ ვიზიტით საქართველოში ერთბაშად ყველა პრობლემას, რა თქმა უნდა, ვერ მოვაგვარებთ.

ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი ჩამოდის, დადასტურებაა იმისა, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელების საქმეში, საქართველო რეგიონალური ლიდერია.

ჩვენი ქვეყნის როლი გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ზოგიერთს წარმოუდგენია.

საქართველოში არა მხოლოდ სამაგალითო რევოლუცია მოხდა, არამედ მთავარი მომდევნო წელიწად ნახევარში გახდა ნათელი - დემოკრატიის პირობებში შეიძლება იყო წარმატებული.

ყველაზე მეტად ამ რეგიონში კლეპტოკრატიულ კორუმპირებულ მმართველებს სწორედ ამის ეშინოდათ.

მე კარგად მახსოვს რას ამბობდნენ რევოლუციის შემდგომ პერიოდში.

ისინი ვარაუდობდნენ, რომ საქართველო დაიყოფოდა ოთხ-ხუთ ნაწილად, ხელისუფლებაში მოვიდოდა გამოუცდელი გუნდი, რომელიც ვერაფერს მიაღწევდა, კორუფცია კიდევ უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებდა, ქვეყანა დაიშლებოდა და საქართველო არასტაბილურ ზონად გადაიქცეოდა.

ჩვენ ისტორიული პროცესის მომსწრენი ვართ.

უნდა გვესმორდეს, რომ პრაქტიკულად ახალი ქართული სახელმწიფო იქმნება. თავისი ინსტიტუტებით, მენტალიტეტით, უნარ-ჩვევებით, განსაკუთრებული ტრადიციებით.

მიუხედავად იმისა, რომ ათასწლიანი ერი ვართ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წარმატებული გამოცდილება არასოდეს გააჩნდა.

ბოლო პერიოდში ჩვენ შევძელით სახელმწიფოს შექმნა, რა თქმა უნდა, ეს არ არის მდიდარი და კომფორტული სახელმწიფო.

ჩვენი ბიუჯეტი შევარდნაძის დროს იყო სამას ორმორცდაათი მილიონი დოლარი, წელს კი, მილიარდ ცხრაასი მილიონი დოლარი იქნება.

რას ნიშნავს გაზრდილი ბიუჯეტი: ეს არის გზები, რომელიც შენდება, ლამაზდება ქალაქი, მუნიციპალური ტრანსპორტი, უმთავრესი სახელმწიფო ფუნქციები - პოლიცია და სასწრაფო.

ახლანდელი წყალდიდობის დროს ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ქართული სახელმწიფო არსებობს.

არ დარჩენილა სტიქიით დაზარალებული არცერთი ოჯახი, რომელსაც სახელმწფო არ დაეხმარა.

ჩვენი რევოლუციის ერთი წლის თავზე უკრაინაშიც იგივე განმეორდა.

უკრაინელებმა დაინახეს, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და მათთვის ეს დიდი სტიმული იყო.

იგივე განმეორდა ყირგიზეთშიც, ეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც ეხება, რომელთა წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ საქართველო მათთვის მაგალითია.

ის, რომ პრეზიდენტი ბუში ჩამოდის ქვეყანაში, რომელსაც ამერიკა მთელი მსოთლიოსათვს დემოკრატიისა და თავისუფლების მისაბაძ მაგალითად აღიარებს, ადასტურებს იმას, რომ ეს საქართველოსა და თთოთოეული თქვენგანის განსაკუთრებული როლი და მისიაა.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რო საქართველო არის თავისუფალი.

როდესაც კიევის უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვსწავლობდი, სუკ-მა აღძრა საქმე იმის თაობაზე, რომ უცხოურ ჟურნალებს ვკითხულობდი, იმის გამო რომ თავისუფალ აზრს გამოვთქვამდი.

ეს რეჟიმი რომ შენარჩუნებულიყო, ვერასოდეს წავიდოდი საზღვარგარეთ, ვერასოდეს შევძლებდი პროფესიულ წინსვლას, იმ საქმით დაკავებას, რომელიც მიყვარდა და ვერც იმას შევძლებდი, რომ დღეს ამ აუდიტორიის წინაშე გამოვსულიყავი.

ოჯახი, რომელშიც გავიზარდე, რეპრესიების მსხვერპლი იყო, ამიტომ ჩემთვის და თქვენთვის თავისუფლება ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვძულს ის წარსული, რომელიც ყველა შესაძლებლობას გვიკეტავდა, დახურული საზოგადოება, რომელიც შენს ბედს წყვეტდა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე მხოლოდ ამის გამო ვარ დემოკრატიის მომხრე.

მე ბევრი ადამიანი მინახავს, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს ჩაგრავდნენ, ხოლო შემდეგ, თითონ გახდა მჩაგვრელი.

მთავრია, ადამიანს საკუთარი ძალის და ნიჭის სჯეროდეს.

თუ ეს ასეა, იგი წინ წავა. ასეთ ადამიანს გაფრთხილება, თავისუფალი დებატები და აზრის გაცვლა-გამოცვლა სჭირდება.

ღია საზოგადოგებაში ეს უმთავარესია.

რატომ არი კორუფცია უბედურება? მარტო იმიტომ არა, რომ ვიღაცამ ქრთამი აიღო და ბიუჯეტში ფული არ შეიტანა.

კორუფცია უბედურებაა, იმიტომ რომ ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი შეთანხმების შედეგად ინაწილებს თანხას და სხვისი ნიჭისა და შრომის მიუხედავადა, საკუთარ შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლად აგზავნის, სამსახურსაც მათივე შვილები შოულობენ.

დღეს პრესის დღეა, ყველა წარმორმადგენელს ვულოცავ ამ დღეს.

ჩვენ ქართული პრესა გადასახადებისაგან გავათავისუფლეთ.

ზოგიერთი ტელევიზიის მეშვეობით, საზოგადოებას ამცნობს, რომ მათთვის საეთერო სივრცე დახშულია, ამ განცხადებას ისინი ტელეეთერით აკეთებენ. სასაცილო არ არის?

რამდენჯერ გინახავთ ასეთი ადამიანები ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში? იგივეს უყვებიან უცხოელებსაც, რომლებსაც ამის სჯერათ.

ამას წინათ წერილიც მომწერეს იმის თაობაზე, რომ საკუთარ აზრს მკვეთრად გამოვხატავ.

საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის აირჩიეს, რომ მან თავისი აზრი გამოხატოს და ბოლომდე დაიცვას.

მე პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, მაქვს გარკვეული შეხედულებები და მყარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო.

ხშირად ვუტევ ჩემს ოპონენტებს, მაგრამ ამის საშუალება მათაც უნდა ძონდეთ.

მე მჯერა იმისა, რომ თავისუფალი პოლიტიკური დებატების დროს, შესაძლებელია ჭეშმარიტებამდე მისვლა.

წინა მთავრობა სტუდენტების პოლიტიზირებას ეწინააღმდეგებოდა.

ეს გაუმართლებელია - სტუდენტი რა თქმა უნდა, დაინტერესებული უნდა იყოს პოლიტიკით, რადგან ეს მის მომავალს ეხება, ამაზე უშუალოდ მისი ბედია დამოკიდებული.

მთავრი არის ის, რომ საერთო ეროვუნლი ინტერესები დავიცვათ, ნორმალური საზოგადოება შეთანხმებული იყოს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკოსთა შეფასებებს, ეს მათი პირადი არჩევანია. ეს ეხება როგორც პრეზიდენტს, ასევე სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც.

ჩვენ დალაილამები პოლიტიკაში არ გვყავს. კრიტიკის და შეცდომის გარეშე შეუძლებელია რამეს მიაღწიო.

რაც მეტი კრიტიკაა, შეცხდომები მით ნაკლებია. მე როგორც მმართველს, ვაღიარებ, რომ სახელმწიფო აპარატს მკაცრად ვაკონტროლებ.

მგონი ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ მსურს, ეს აპარატი პატიოსანი და წესიერი იყოს.

მაგრამ მუდმივი კონტროლის გარეშე, თუ არ იქნებიან ამ წნეხის ქვეშ გუბერნატორები, გამგებლები, პოლიციის უფროსები, პარლამენტარები, მაშინ საზოგადოება წინ ვერ წავა.

ეს არის თავისუფლების არსი.

ეს არის განსხვავება დაჭაობებულ საზოგადოებასა და წინ მიმავალ განვითარებად საზოგადოებას შორის.

ამიტომ არის საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველასთვის მისაბაძი.

რომელ სხვა ქვეყანაში არის შვიდი ნაციონალური და ოცდახუთი დამოუკიდებელი რეგიონალური სატელევიზიო არხი? მთელ საბჭოთა სივრცეში ერთად აღებული, გაცილებით ნაკლები დამოუკიდებელი არხია.

ეს ჩვენთვის რთულია, მაგრამ საზოგადოების განვითარებისთვის კარგია.

ეს არის პირველი, მეორე - არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.

საქართველო გაფუჭებულ და ჭაობში ჩაფლულ ავტომობილს მაგონებს, ჩამქრალი ძრავით, ბენზინის გარეშე.

ამ ავტომობილის ახალმა მძღოლმა, ძრავა წვალებით შეაკეთა, დაქოქა და ჭაობიდან ამოსვლა დაიწყო.

ამ დროს, მგზავრთა ერთი ნაწილი მძღოლს სწრაფად ამოსვლას სთხოვს, ხოლო მეორე - გადადის და მანქანას აწვება.

ამ შემთხვევაში, ავტომობილი სწრაფად წავა წინ.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ამოვიყვნოთ ამ ჭაობიდან ქვეყანა, მით უმეტეს, რომ მიზანთან ახლოს ვართ.

სააღდგომო შეხვედრისას, საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტ კენედის სიტყვები გაიმეორა - ჩვენ საკუთარ თავს ყოველდღეს იმას კიარ უნდა ვეკითხებოდეთ, თუ რა გაგვიკეთა ჩვენმა ქვეყანამ, არამედ იმას, თუ რა გავუკეთეთ ჩვენ მას.

ეს სიტყვები გაცილებით ადრე ილია ჭავჭავაძემ თქვა - "კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე და ყოველ დღე შენს თავს კითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგე?"

ჩვენ მართლაც დიდი მისია გვაკისრია - დავამტკიცოთ, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობებში ამ რეგიონში შესაძლებელია წარმატებული და განვითარებული იყო, არანაკლებ ევროპული, ვიდრე ნებისმიერი დასავლეთ ევროპული ქვეყანა.

ეს ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, რა თქმა უნდა ხელისშემშლელი ფაქტორიც ბევრია.

ეს კონფლიქტების საკითხს ეხება.

აფხაზეთი ჩვენი მთავარი ტკივილია, რადგან უსამართლობის გამო, საზოგადოების დიდი ნაწილი, ყველაზე მშვიდობისმოყვრე ხალხი, იქიდან გამოაგდეს.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, სამშვიდობო გეგმა წარმოვადგინეთ.

რამდენიმე დღის წინათ, ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობას სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარება შევთავაზეთ - ვაძლევდით საწვავს, პროდუქტებს, ფულად დახმარებას, ტექნიკას, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჯავის და ცხინვალის მოსახლეობას: ჩვენ თქვენი დახმარება გვინდოდა, მაგრამ მათ, ვინც ამ რეგიონს განაგებს, უარი გითხრეს.

დახმარებისთვის ჩვენ ახლაც მზად ვართ.

თქვენ გაშინებენ, რომ პასტორტების პრობლემა შეგექმნებათ.

მზად ვარ, ცხინვალში ქართული საპასპორტო განყოფილება ხვალვე გავხსნა, და მსურველებს საქართველოს მოქალაქეობა მივცე.

თუ ეს ცხინვალში არ მოხერხდება, გორში გეპატიჟებით, საპასპორრტო განყოფილება პირველი მოთხოვნისთანავე ქართულ პასპორტებს გასცემს.

ივნისში, ყველა სამშვიდობო და კონფლიქტის გადმწყვეტ ორგნიზაციას დიდი კონფერენციის გასამართად ვიწვევთ, სადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ჩვენ სამშვიდობო გეგმას კრიტიკულად განვიხილავთ.

ჩვენ რეზერვისთა ბანაკი კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით გადავიყვანეთ, რადგან არ გვინდოდა რომ ეს პროვოკაციის საბაბი გამხდარიყო.

უფრო მეტიც, კონფლიქტის ზონაში ჩვენ სამშვიდობოთა რაოდენობა შეგნებულად შევამცირეთ, რადგან არ მეშინია, ქართული სახელმწიფო საკმაოდ ძლიერია იმისათვის , რომ ამ პირობებში საკუთარი მოქალაქეები დაიცვას.

არ მინდა მტერს ბაბაბი მივცე, მაგრამ ცალ კარში თამაში არ შეიძლება.

ყველა საღად მოაზროვნე მშვიდობის მოყვარე ძალას, დიალოგისაკენ მოვუწოდებ. არ შეიძლება, რომ 22 წლის ბიჭი სამშობლოს ღალატის ბრალდებით სარდაფში მხოლოდ იმისთვის ჩააგდო, რომ 500 ბავშვი ჩაქვში დასასვენებლად წაიყვანა, არ შეიძლება სახელმწიფო იყოს თავმოყვარე, როცა მის ტერიტორიაზე ასეთი რამ შესაძლებელია.

ჩვენ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს.

ვიწყებთ ანტიბიუროკრატიულ რეფორმას, რაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს კომპეტენტურ მოხელეებს შევავიწროვებთ, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქციებს მკვეთრად შევამცირებთ.

ყველანაირი ნებართვებისა ლიცენზიების 95% უნდა გაუქმდეს.

ჩვეულებრივ ქვეყნებში ასეთი ბიუროკრატია ავად თუ კარგად მუშაობს, საქართველოში ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ბიუროკრატია პატარა ფუნქციებით, მაღალი ხელფასით. მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ხელფასი მივცეთ, ეს უნდა გავაკონტროლოთ.

ჩვენ ყველა ეს ფუნქცია უნდა მოვაშოროთ იმისათვის, რომ თქვენ გაწმენდილ გზაზე გაიაროთ.

ჩვენს ადმინისტრაციაში ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რევოლუციური ცვლილებაა.

ყოველთვის როცა მსგავს რამეს აკეთებ, მტრები გიჩნდება, ეს მე კარგად ვიცი. ჩვენ დავითხოვეთ პოლიციელების 80 პროცენტი, თუმცა საპატრულო პოლიცია ხალხმა ძალიან შეიყვარა.

მაგრამ ამ 80 პროცენტს ეს მწარედ ახსოვს.

ისინი სააკაშვილის მტრები არიან, ვისაც ქრთამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

ანალოგიური რეფორმა ჩავატარე, როცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, გავათავისუფლე მოსამართლეები, რაც მოსამაართლეთა იმ ნაწილსაც კარგად ახსოვს.

ჩვენ როგორც საზოგადოებას, უნდა გვესმოდს, რომ ამ რეფორმების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და მკვეთრი განვითარება, ვინაიდან საქართველო ძადზე ჩამორჩენილია.

ჩვენ გზების პროგრამა დავიწყეთ. თბილისში გზების გასაკეთებლად 200 მილიონი დოლარია საჭირო.

წელს უკვე 50-60 მილიონი დოლარი დავხარჯეთ.

დავიწყეთ სამეგრელოს დიდი გზის მშენებლობა.

ახალციხეში და ნინოწმინდაში გზა განადგურებულია, არავის არ ახსოვს ქართული სახელმწიფო, არ უჩვენებს ქართული ტელეარხები, მიუხედავად ამისა, ჩვენი სომეხი თანამოქალაქეები თავის შვილებს ქართულ ენას მაინც ასწავლიან.

ბავშვებმა საქართველოს ჰიმნის ტექსტი ზეპირად ისწავლეს, მაგრამ ვინაიდან მათ არ ყავდათ მუსიკის პედაგოგი და არ ჰქონდათ მაგნიტოფონი, სიმღერა არ შეეძლოთ. ამის მიუხედავად, ყოველ დილით, როდესაც ხუთჯვრიან დროშას აღმართავდნენ, ჰიმნს ლექსად ამბობდნენ.

ამ ხალხს უნდა მივხედოთ, იმიტომ რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, ებრაელებისთვის, ოსებისთვის, რუსებისთვის და ეროვნული უმცირესობების სხვა წარმომადგენლებისათვსი იქმნება ადმინისტაციულ სკოლა 6-9 თვიანი სწავლებით.

მათ უნდა დაინახონ, რომ ქართულ სახელმწიფო აპარატში, შემცირებულში, მაგრამ მაღალანაზღაურებადში, არაკორუმრიპირებულში, მათთვისაც არის ადგილი.

ეს მთელი რეგიონისთვის უნიკალური მოდელია.

ჩვენ როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატია ყველას აძლევს შანს, მიუხადავად მათი წარმომავლობისა და მატერიალური მდგომარეობისა.

ჩვენ მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმების ეტაპზე ვიმყოფებით.

პრეზიდენტი ბუშიც ამის მხარდასაჭერად ჩამოდის.

რუსულ პრესაშ პრეზიდენტ ბუშის ვიზიტს ყოფილი გენერალური მდივნების ვიზიტებს ადარებენ.

მახსოვს ის დრო, როდესაც ბრეჟნევის ჩამოსლის წინ 4 თვე მატარეს ეგრეთ-წოდებულ "მარშიროვკებზე".

ის, ვინც ამ პარალელებს ავლებს, არ ესმის, რომ მაშინ საქართველო იყო დაპყრობილი და დამონებული ქვეყანა, გენრალური მდივანი კი, ჩვენი მთავარი დამმონებელი, რომელიც ჩვენ ქვეყბანაში მონობის განსამტკიცებლად ჩამოდიოდა.

პრეზიდენტი ბუში თავისუფალი სამყაროს ლიდრია, რომელიც ასევე თავისუფალ ქევყანაში თავისუფლების და დემოკრატიის მხარდასაჭერად ჩამოდის.

ის, ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, საბჭოთა კავშირში და წითელი ხალიჩების დროში დარჩა.

ეს ასაკის ბრალი არ არის, მე ახალგაზრდებიც ვიცი, რომლებიც ამ განსხვავებას ვერ ხედავენ.

ეს არის განსხვავება ძველ და ახალ საქართველოს შორის.

ქართველი ჯარში არ მსახურობდა და თუკი ასეთი ხდებოდა, ან მზარეული იყო, ან მეკუჭნავე.

დღეს კი, ჯარში მსახური საამაყოა.

ამას წინათ, ერთ-ერთ მანევრს დავესწარი და დავრჩი კიდეც, დილით 5 საათზე ათას სამას ორმოცდაათი კაცის ხმაშეწყობილმა ომახიანმა სიმღერამ გამაღვიძა, რომელსაც ისინი ვარჯიშისას ასრულებდნენ.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ეს შესაძლებელი იყო.

ქვეყნის იდენტურობის ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ გვყავს გამართული პოლიცია, სამსახურები, არმია.

რა თქმა უნდა, უნდა დაიწეროს სიმღერები სიყვარულზე, ბუნებაზე, მაგრამ ამავე დროს უნდა დაიწეროს სიმღერები და ლექსები საქართველოზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გაკეთებულა.

რადგან ჯარის თემას შევეხე, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჯარისკაცები არიან ერაყში და კოსოვოში, რაც საქართველოს დემოკრატიული და საერთაშორისო როლის განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია.

პირადად მე, ამით ძალიან ვამაყობ.


საპრეზიდენტო შტაბის მედია-ცენტრი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)