Google+

სიახლეები

02.03.2010
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლი 1 მარტის № 146 განკარგულება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 2 მარტიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.

3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.

4. მეურვეობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის ღია კონკურსის სამდივნოში (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. № 1 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია) წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

ბ) ავტობიოგრაფია ან CV;

გ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო სამეურვეო საბჭოს წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიის გამოქვეყნება.

6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (თ. ჯანაშია) ღია კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას ღია კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.


მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)