Google+

სიახლეები

11.03.2010
პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტუსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილისა და ტუსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილი: " მოგესალმებით ყველას! ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევროპის ყველაზე წარმატებული მთავრობის ხელმძღვანელია.

პოლონეთის ეკონომიკა ევროპაში ერთადერთია, რომელსაც გასულ წელს პოზიტიური ზრდა ჰქონდა.

ჩვენ შევეცდებით, რომ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპებით დაგეწიოთ.

ჩვენს ქვეყნებს ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ დიდი მადლობელი ვართ პოლონეთის პრეზიდენტის. თქვენი მთავრობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ვიზების მიღება უადვილდებათ.

ამ ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენ იმედი გავქვს,რომ პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს მივიღებთ.

ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ისევე, როგორც ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან,რომელზეც ყველა ერთად ვმუშაობთ.

ხვალ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროკომისიის ხელმძღვანელებთან შესახვედრად მიდის. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე ევროპული ქვეყანა მოიარა სანამ იაპონიაში წავიდოდა.

საქართველო აქტიურია საერთაშორისო არენაზე და ჩვენთან შეხვედრების დიდი ინტერესია.

მიუხედავად საქართველოს ტერიტრიის 20%-ის ოკუპაციისა, მიუხედავად იმისა, რომ 500 ათასი ჩვენი მოქალაქე გამოძევებულია და საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება, საქართველომ საბრძოლო სულისკვეთების შენარჩუნება მოახერხა. როგორც თქვენ ხართ ყველაზე ჩქარა განვითარებადი ქვეყანა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა ევროპაში.

ბოლო 5 წლის განმავლოაბში მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მონაცემებით საქართველო პირველი ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს ჩვენი მთავრობის პერიოდს ემთხვევა.

კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ 77 პოზიციით მაღლა ავედით. არცერთ ქვეყანას ასეთი დიდი პროგრესი არ განუცდია.

ჩვენ ზაფხულში ბათუმში პოლონურ ბიზნეს-ფორუმს მოვაწყობთ. ეს არის შავი ზღვის ყველაზე განსაკუთრებული ქალაქი.

ეს არის შავი ზღვისპირეთში ყველაზე განსაკუთრებული ქალაქი. იმედი გვაქვს, რომ თავისუფალი საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას დავასრულებთ და პოლონური ავიაკომპანია საქართველოში იფრენს.

მივესალმები გაეროს მოხსენებას. ისევე როგორც ეუთოს მოხსენებამ, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა დაადასტურა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდა იქნა ჩადენილი.

აგრესორის არგუმენტები საქართველოს გადაცდენებთან დაკავშირებით გამოირიცხა და დადასტურდა რასაც ჩვენ ვამბობდით. ერთ-ერთ ადგილზე ეს მოხსენება არ მოეწონათ, მაგრამ ეს ნამდვილად სიმართლეა.

აქტიურად ვართ დაკავებული ფეხბურთის აღორძინებით. ძალიან გამიხარდება ის ქატი, თუ ფეხბურთში ისეთი შედეგები გვექნება, როგორიც გვეკადრება. ბატონო პრემიერო თქვენ ევროპაში ძალიან წარმატებული ახალგაზრდა ლიდერი ხართ.

ჩემგან განსხვავებით სპორტული ფორმა და შესახედაობა შეინარჩუნეთ. მინდა ეროვნული ნაკრების მაისური გადმოგცეთ. ეს არის სიმბოლური მადლიერება იმისა,რომ თქვენ ხართ ჩვენი ნაკრების წევრი. ძალიან ვამაყობთ, რომ თქვენთან ერთად გვიხდება მსოფლიო პოლიტიკაში თამაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ."

დონალდ ტუსკი:

პატონო პრეზიდენტო, უნდა ავღნიშნო, რომ ეს უკვე მეთორმეტე მაისურია. მინდა, რომ ამ გუნდის მეთორმეტე მოთამაშედ ჩამთვალოთ, რომელიც გუნდის ყველა დიდი მხარდამჭერია.

როდესაც თქვენ დაგჭირდებათ ჩვენი დახმარება ყოველთვის შეგეძლებათ, რომ დაგვეყრდნოთ. თითოეული პოლონელის, იქნება ეს ტურისტი, პრემიერი, თუ პრეზიდენტი, ყოველი ვიზიტი საქართველოში მეგობრულია.

მაშინაც კი,როდესაც თქვენ ყველაზე რთული მომენტები გაიარეთ და დღეს, როდესაც ასეთი დიდი ამბიციებით აშენებთ საქართველოს, ყოველთვის შეგიძლიათ პოლონეთს დაეყრდნოთ.

აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობაზე. პოლონეთი ყოველთვის შეეცდება,რომ მხარი დაუჭიროს იმათ ვინც დემოკრატიის განვითარებისთვის, ტერიტორიული დამოუკიდებლობისათვის იბრძვის, ვინც ამ ღირებულებებს მაღალ დონეზე აიყვანს.

ჩვენი ისტორია გვეხმარება, რომ უკეთ გავერკვეთ ამ პრობლემებში და ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ქართველთა ტკივილი.

ჩვენ დავეხმარებით საქართველოს თავისი ამბიციური მიზნების მიღწევაში. ეს მიზნები უნდა იყოს ძალზე კონკრეტული, ლაპარაკია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზე.

არსებობს სხვადასხვა დეკლარაციები და ურთიერთობიდან გამომდინარე ყოველთვის შეიძლება რაღაც ეჭვი გაჩნდეს, მაგალითად, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ასეთი ურთიერთობა.

ჩვენ გვინდა, რომ არა გამამხნევებელი სიტყვებით ვილაპარაკოთ, არამედ ვილაპარაკოთ იმ ფაქტობრივ წარმატებებზე, რომლებსაც მივაღწევთ.

არის კონკრეტული პრობლემები, რომლებიც მოგვარებული უნდა იყოს. ახლა საუბარია ვარშავა-თბილისს შორის ფრენების დაწყებაზე.

თქვენს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას აღვნიშნეთ, რომ ამ საქმის დაჩქარების პროცესში ჩავერთვებით. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე.

კონკრეტული პროექტებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ სპეციფიკურ მიღწევებზე ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრების დონე გავაუმჯობესოთ. სხვაგვარად დიდ პოლიტიკას ყოველგვარი აზრი და ღირებულება ეკარგება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე პოლონელებისათვის.

მიუხედავად ისტორიისა, ტრაგიკული მოვლენებისა, აუცილებელია, მივაღწიოთ წარმატებას, რათა თითოეულ ადამიანს ბედნიერება მოვუტანოთ.

ამისთვის ჩვენ მზად ვართ, რომ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი მთელი ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. ვხედავთ, რომ თქვენ მიზნად ცივილიზებული სამყაროს შენება გაქთ დასახული. ამ ფაქტს და იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველომ საკუთარ თავზე აიღო მარტო პოლონეთი კი არა, მთელი ევროკავშირი აღიარებს. ამიტომ საქართველომ უნდა გადაიდგას კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც მას ევროკავშირის სივრცესთან დააახლოებს.

ჩვენ კონკრეტული გრაფიკი უნდა გვქონდეს გაწერილი, რომლის მიხედვითაც მოხდება ვიზების გამარტივება, აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავება.

საქართველო ძალიან ახლოს დგას დასახული მიზნების მიღწევასთან. ფინიშის ხაზს მხოლოდ ისინი მიაღწევენ, ვინც ყველა დაბრკოლებას დაძლევს. საქართვლო კი მამაცად მიდის წინ.

გულითადად მინდა მოგილოცოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ლაპარაკია, როგორც ეკონომიკურ, ისე სხვა წარმატებებზე. ჩვენ შეგვიძლია მეზობლებსაც გადავხედოთ. მისასალმებელია, ის ძალისხმევა, რომლითაც თქვენ შეძელით ბაზრების გახსნა, რეგულაციის ლიბერალიზაცია. ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ლიბერალისთვის.

ბევრი ადამიანია, რომელიც შეიძლება კმაყოფილი იყოს ამ მიღწევებით. ყველას შეულია, რომ თქვენგან ბევრი რამ ისწავლოს.

ბატონი პრეზიდენტი ჩვენი ფეხბურთის წარმატებებზეც საუბრობდა და ისიც თქვა, რომ ეს წარმატება ეკონომიკურ წარმატებასაც შეიძლება დავუკავშიროთ.

ბატონო პრეზიდენტო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაბიჯები წინ გადავდგათ.

ბატონო პრეზიდენტო, მთელი პოლონეთის სახელით, მინდა ჩვენი გულითადი დამოკიდებულება გამოვხატო და მხარდაჭერა აღგითქვათ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)