საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
მივესალმები ჩემს კოლეგას!
დიდი პატივი გვაქვს მივიღოთ ესტონეტის პრეზიდენტი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად - ჩვენს მეგობრებს ყოველთვის სიხარულით ვხვდებით.
ჩვენ ესტონეთთან წარმატებით ვთანამშრომლობთ.
ესტონეთი არა მარტო ჩვენი ახლო მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, არამედ საქართველოში მიმდინარე რეფორმების საკმაოდ ძლიერი მხარდამჭერი.
ჩვენ ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესტონეთის ესოდენ დიდი მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისათვის.
ემბარგოს შემოღების დღიდან ჩვენი ხალხისთვის ესტონეთის მაგალითი მოგვყავდა და ვაცხადებდით, რომ იგივეს გავაკეთებდით, რაც თავის დროზე ესტონეთმა გააკეთა.
ამას გარდა რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ყველაფერს ვაკეთებთ და ესტონეთის მაგალითი ჩვენთვის ამ შემთხვევაშიც მისაბაძია.
ჩვენ მჭიდრო და ემოციური კავშირი გვაქვს ესტონეთთან.
არასდროს დაგვავიწყდება ის მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყანამ საქართველოს მიმართ გამოხატა და დღესაც გამოხატავს.
დღეს პარლამენტში ესტონეთის პრეზიდენტს საზეიმო ვითარებაში შევხვდით. ამ ცერემონიას პარლამენტის წევრთა უმეტესობა ესწრებოდა.
ყოველთვის გვახარებს საქართველოში სტუმრის ჩამოსვლა, მაგრამ მთავარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკური სპექტრის ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულებაა.
შოკირებული ვართ იმ მოვლენებით, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ესტონეთში მიმდინარეობს და იმით, რომელიც ესტონეთის მიმართ ხორციელდება.
ჩვენთვის მიუღებულია დესტაბილიზაციის ყოველგვარი მცდელობა, რაც შესაბამისად ძირს უთხრის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესებს.
ეს არასოდეს არ უნდა დავუშვათ, რადაგნ ევროპაში არის ხალხი, რომელიც ამ პროცესებისადმი კარგად არის განწყობილი.
ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ესტონეთში დემოკრატიული პროცესების განვითარება და განხორციელება. ესტონეთს მხარი დავუჭიროთ, რათა წარმატებული განვითარებისთვის ძლიერი, დემოკრატიული საზოგადოება შექმნას.
დარწმუნეულ ვარ, რომ ყველა პოლიტიკოსი და აბსოლუტურად ყველა ესტონეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და იქ მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ მხარჭერას გამოხატავს და ბოლო პროცესებიდან გამომდინარე ამ ქვეყანას წარმატებას უსურვებს. მოხარული ვარ, რომ საშუალება გვაქვს მიგიღოთ თქვენ საქართველოში. ამავდროულად, მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით გამოხატავთ.
ასევე მივესალმებით იმ ბიზნესთანამშრომლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ვითარდება.
ჩვენ აქედან სასტუმროში „თბილისი მერიოტი" გადავინაცვლებთ, სადაც ბიზნესფორუმს გავხსნით.
დიდი მადლობა!
საქართველოს პრეზიდენტის
პრესსამსახური