Google+

სიახლეები

01.10.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კალა უბნის რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში კალა უბნის რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა პროექტის დეტალები ადგილობრივებს გააცნო. პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა თბილისში ვიზიტად მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ქალაქის მერი გიგი უგულავა.

"მოგესალმებით ყველას!

ჩემთვის ბედნიერი დღეა, რამდენიმე თვის წინ თქვენთან ერთად დავიწყეთ ამ პატარა სასწაულის შექმნა.

ხშირად ამბობენ, რა კეთდება საქართველოში?

ჩვენ ვართ ომგამოვლილი ქვეყანა.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია.

ასეთ ქვეყნებს სული უჭირავთ კბილებით და ყოველდღე ოცნებობენ არსებულის შენარჩუნებაზე და არა რაღაც ახლის მიღებაზე.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ომის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ და ეკონომიკა დაგვიზარალდა,

ერთი დღე არ შეგვიჩერებია შენება და არც შევაჩერებთ.

ჩვენი პასუხი მგრეველებზე არის შენება.

ჩვენი პასუხი აგრესორებზე, არის მშვიდობიანი აღმშენებლობის გაგრძელება.

მივესალმები დავით ნინიძეს, რომელიც სიღნაღის, ამ პროექტისა და ბათუმის პროექტების სულის ჩამდგმელია.

ვამაყობ, რომ თბილისის მერიაში ამ დონის პროფესიონალები მოვიდნენ. ნინიძე მრავალი წელია ამ საქმეში, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი.

ვამაყაობ იმით, რომ ორბელაძე, რომელიც მთლად თინეიჯერული ასაკის არ არის, ისიც ამ პროექტის ავტორია.

მცხეთაში დავიწყეთ დიდი პროექტი. ამ კაცს 15-16 წელი არ უმუშავია ეს მეტყველებს იმას, რომ ჩვენ რაღაც ნაწილი უფროსი თაობის დღეს გვყავს დასაქმებული და ისინი ქმნიან ახალ საქართველოს.

მინდა ბატონ ვაჟას ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა. ჩვენ ვქმნით პრაქტიკულად თბილისის ახალ იერსახეს .

ის, რაც გამოკრულია ქუჩებში, ეს არ არის ახალი მშენებლობის რეკლამა, ეს არის პასუხი კითხვაზე, ვითომ რა კეთდება ახლა საქართველოში?

ეს არის ათეულობით ათასი დასაქმებული ადამიანი.

ამის თვითმიზანი ის კი არ არის, რომ პრეზიდეტნმა გადმოიხედოს სასახლიდან მოეწონოს რა კარგი ხედი აქვს თვალწინ , ეს ჩამოიყვანს აქ ათჯერ მეტ ტურისტს, ვიდრე დღეს ჩამოდის საქართველოში. მე-5 საუკუნის შემდეგ , არც ერთ ეპოქაში, არც ერთი მთავრობის დროს ამდენი არ აშენებულა. არ ვიცი, უგულავა საუკეთესო მერია თუ არა მე-5 საუკუნის შემდეგ, მაგრამ არც ერთ ეპოქაში ერთდროულად ამდენი თბილისში არ აშენებულა.

მომავალი წლიდან მოგეცემათ კრედიტები და ყველას შეუძლია გააკეთოს პატარა სასტუმრო.

ჩვენ ეს ყველაფერი გვინდა ხალხისთვის. ხალხმა უნდა მოუაროს და ხალხმა უნდა შექმნას.

პირველ რიგში ტურისტი ჩამოვა თქვენთან.

სიღნაღში პირველად რომ ჩავედით მე და ზურაბ ადეიშვილი, მახსოვს წერდნენ გაზეთებში ჩამოვა ეხლა ჯორჯ სოროსი და შეისყიდის სიღნაღს.

იმის შემდეგ სოროსი არ ჩამოსულა და სიღნაღელების სახლების ფასი გაიზარდა 70-ჯერ. როცა ლაპარაკობდნენ სააკაშვილი გადაყვა მარტო ბათუმს , ყველაზე მძიმე მდგობარეობა იყო ბათუმში.

ბათუმი დღეს ხდება შავიზღვისპირეთის ყველაზე მაგარი ქალაქი. ჩამოვიდა ბათუმში კრუიზი,რომეკმაც 800 ჰოლანდიელი და ამერიკელი ტურისტი ჩამოიყვანა.

ჩამოვიდნენ სოჭიდან და იცით რა თქვეს - "რა კარგი ადგილი ყოფილა, როგორ დავისვენეთ სოჭოს შემდეგ.ეს არის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი".

საღამოობით ვერთობი ხოლმე პატარა ადგილობრივი ახრის ყურებით, მემგონი ბოლო მაყურებელი მე დავრჩი მაგათ და იქ ყვებიან, რომ ვის გავაკვირვებთო ამ სასტუმროებითო.

იმათზე უფრო ლამაზი ქალაქები გვაქვს და ათჯერ უფრო ლამაზები გვექნება. ვინ მოგახსენათ, რომ იმათზე უკეთეს გზებს არ ვაკეთებთ.

დღესთბილისი,ბათუმი ყველაზე კარგად განათებული ქალაქებია ევროპაში, მალე იქნება ქუთაისი და სიღნაღი, რა თქმა უნდა მესტია და სოხუმი მომავალში.

ეს არის საგზური იმისათვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ უკეთესად.

ჩვენ გვაქვს ბევრი ეკონომიკური პრობლემები. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო.

ხალხმა, ვინც წასულია, ვეღარ გამოაგზავნა ფული უცხოეთიდან, იმიტომ, რომ იქაც გაჭირდა. მაგრამ საქართველოს ბიუჯეტი არ ჩამოშლილა.

აგერ გვყავს მეგობარი ლიტვიდან, ლიტვა ჩვენზე ბევრად უფრო წარმატებული ქვეყანა იყო. მისგან ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ,

მაგრამ ამ კრიზისის გამო ლიტვაში ძალიან ბევრი მასწავლებელი შეამცირეს. ლიტვაში მოუხდათ საბიუჯეტო ხარჯების და ხელფასების მკვეთრად შემცირება.

ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ მიუხედავად იმისა, რომ არც ევროკავშირის წევრი ვართ და საქართველოში დამატებით იყო ომი.

ამასწინათ, მე მელაპარაკებოდა ჩემი ერთი მეგობარი, ცნობილი ევროპელი მილიარდელი, რომელიც ამბობდა, იცით,რომ საქართველო მე-11 ადგილზე გადავიდა მსოფლიოში ბიზნესის პირობების თვალსაზრისით.

ეს ნიშნავს იმას, რომ როცა მომავალ წელს, თქვენ კრედიტს მოგცემთ და სასტუმროებს გააკეთებთ, ამის დარეგისტრირება იქნება ყველაზე მარტივი.

ჩემი შემდგომი ამოცანა არის ის, რომ ეს შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ მოგვეცა გადაიზარდოს იმაში, რომ ჩვენ შვილებს ყოველდღე არ ქონდეთ საჭმლის ფულის პრობლემა.

ჩვენ არ გვქონდეს წამლის პრობლემა და ელემენტარულად გათბობის პრობლემა. ეს ჩვენი შესაძლებლობა უნდა გადავზარდოთ ჩვენი ცხოვრების დონეში.

ქუთაისში იცით, რომ ორი სხვადასხვა ინდუსტრიული ზონა გააკეთეს. ძალიან დიდი ბედნიერებაა. ვერ წარმომედგინა, რომ ქუთაისში ისევ ამუშავდებოდა ქარხნები.

ამასწინათ ვიყავი ხარებას ღვინის ქარხანაში, იმის შემდეგ ყოველთვის მომაქვს ხარებას ღვინო. ეს ქარხანა შუა რუსეთის ემბარგოს დროს გაიხსნა და ყველაზე მაგარ ღვინოს უშვებს ევროპაში.

ჩემი მეგობარი მილიარდელი მეუბნებოდა, რომ შანხაი მე მინახავს, მაგრამ თქვენ რასაც აკეთებთ ეს კეთდება ხალხსითვის.

მცხეთაში რაც კეთდება ეს მარტო ის კი არ არის,რომ თბილისელებს გასასეირნებელი ჰქონდეთ მტკვარზე. სვეტიცხოველში სტუმარს,რომ მივიყვანთ, არ უნდა გვცხვენოდეს ირგვლივ სახლების.

ეს გაკეთდა იმისათვის, რომ მცხეთაში ვინც ცხოვრობს ჰქონდეთ ათჯერ უფრო მეტი შემოსავალი. წელს ნაომარ საქართველოში, ბათუმში ჩავიდა ორჯერ უფრო მეტი ტურისტი, ვიდრე იყო შარშან.

როცა ვლაპარაკობთ ომზე და უბედურებაზე, მინდა ვისაუბროთ თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო. რათქმაუნდა საქართველოს მდგომარეობა არ არის ადვილი.

მაგრამ ის ძველი იგავი, რომ "დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი". მაგრამ თუ ხელს არ ჩამოუშვებ, შეიძლება უფრო დიდ კაცთანაც კი გაგივიდეს შენი სიმართლე.

ევროპის კავშირმა შექმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა შარშანდელი ომის მიზეზები და რა მოხდა რეალურად. თავიდან ეს კომისია შეიქმნა ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით.

ყველა ევროპულ ქვეყანას სჭირდება რუსეთი, სჭირდება გაზი და პატარა საქართველოს გულისთვის არავინ აიტკიებს თავს.

მიუხედავად ამისა, ევროპელები სიმართლეზე თვალს ვერ დახუჭავენ. რუსეთი შარშან ამბობდა, რომ მე შევედი საქართველოში იმიტომ,რომ

საქართველო დაესხა თავს ჩემს სამშვიდობოებს. მე იქ მყავდა მოქალაქეები, ამიტომ მე მაქვს ლეგიტიმური მიზეზი. ევროკავშირმა თქვა,რომ არც ერთი ფაქტი იმისა,რომ საქართველო თავს ესხმოდა სამშვიდობოებს, არ არსებობს. ევროკომისიამ თქვა, რომ რუსეთი იტყუება.

ჩვენი ბიჭების გმირული წინააღმდეგობის დროს შარშან არც ერთი ქალი და ბავშვი იმ ადგილებში, რომელსაც ჩვენ არ ვაკონტროლებდით, არ დაღუპულა.

ქალები და ბავშვები დაიღუპნენ იქ, სადაც ქართულ პოზიციებს ბომბავდნენ. ამ კომსიიას აქვს მეორე ასპექტი, რომელიც არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რუსეთის ტყუილები. სიმართლეს ისტორიულად რუსული სახელმწიფო ძალიან იშვიათად ამბობდა. პირველად საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში

ავტორიტეტულმა საერთაშორისო კომისიამ თქვა, რომ გაეროს უშიშროების წევრმა ქვეყნამ ჩაიდინა ყველაზე დიდი დანაშაულებანი.

ჩვენ როცა 1921 წელს დაგვესხა რუსეთი და მოახდინა ოკუპაცია, არანაირი საერთაშორისო ორგანიზაცია არ შექმნილა. ჩვენ როცა 1991წელს გაგვიჩაღეს სამოქალაქო ომი,არანაირი საერთაშორისო კომისია არ შექმნილა. ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო კომისიის შექმნას, თუნდაც მათი პირობებით.

ეს არის საქართველოს დიდი დიპლომატიური გამარჯვება. ამ კომისიას უნდა დაედგინა ფაქტები, რომელიც ისტორიაში ჩაიწერებოდა.

ამ დოკუმენტში წერია ეთნიკური წმენდის შესახებ. ევროპას რომ ეთქვა, რომ ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, სამხედრო დამნაშავეა და ამაში დამნაშავეა პუტინი. რა მოხდებოდა პუტინი შემდეგ ჯერზე რომ წავიდოდა ბრიუსელში, დაადებდნენ ბორკილებს და დააპატიმრებდნენ! მგონი ამის ილუზია არავის არ გვქონდა.

მაგრამ ის დოკუმენი, რაც შექმნეს, ხუთი წლის შემდეგაც საკმარისია საბრალდებო საფუძველი იმისათვის, რომ სისხლისსამართლის საქმე აღიძრას.

რუსებმა მოიპოვეს ეხლა ვენესუელას მხარდაჭერა, მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი აღიარებს თავისი ოკუპაციის შედეგებს, აფხაზეთი უფრო დამოუკიდებელი კი ვერ გახდება, ან სამხრეთ ოსეთი.

როცა ვლაპარაკობთ ჩვენი სიმართლის ბოლომდე გატანაში, ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს არის განვითარება. ჩავედი ანაკლიაში და ვაშენებთ მაგარ კურორტს.

უახლოეს დღეებში თვითმფრინავით ჩამოგვაქვს და რამდენიმე ათას პალმას დავრგავთ ანაკლიაში და დავიწყებთ დიდი ბულვარის მშენებლობას.

ყველაზე მაგარი ადგილი იქნება მთელ შავ ზღვაზე. ყველაზე მაგარი ავტობანით ჩავალთ, ყველაზე მაგარ აეროპორტს ვაშენებთ.

ჩვენ გვყავს ძალიან დიდი და თავზე ხელაღებული მტერი, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან გაბედული და ძალიან კარგი მეგობრებიც.

წელს იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირში ქართველებს გაუადვილებენ ვიზებით შესვლას. ჩვენ არ ვართ დსთ-ში, მაგრამ ევროკავშირთან ვამყარებთ კავშირს.

ქვეყანა, რომელმაც გზა გაგვიკვლია, ყველაფერ ამისკენ არის ლიტვა. ლიტველები შარშან ომის დროს ქუჩაში გამოვიდნენ ისეთივე რაოდენობით, როგორც ქართველები.

მათი ლოზუნგი იყო "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის".

მათ ყველაზე მეტად იციან თავისუფლების ფასი.

დღეს ჩვენთან არის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. მან დიდი წვლილი შეიტანა ლიტვის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაში.მსურს თქვენი სახელით მას გადავცე ღირსების ორდენი."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)