პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების გაფართოებული სხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების ხელშეკრულებას. მისი თქმით, იწყება ბოლო ეტაპი ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად და მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპს ისევე წარმატებულად წარმართავს, როგორც მოლაპარაკებების პირველ ნაწილს.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს გაცილებით გაუადვილდებათ ის პროცედურა, რომელიც ევროპაში გასამგზავრებლად არის საჭირო. მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, უკვე გაზაფხულიდან შესაძლოა ის დამამცირებელი პროცედურები, რომელსაც დღეს საქართველოს მოქალაქეები გადიან ევროპაში მოსახვედრად, უკვე დასრულებული იყოს.ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე კონფლიქტის ზონაში გატაცებული 4 მოზარდის საკითხიც განიხილება.
მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომ დიალოგი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მისასალმებელია.
პრეზიდენტის თქმით, ზოგჯერ შეთანხმებების მიღწევაც ხერხდება და ის გაკვირვებულია იმ დათმობებით და კომპრომისებით, რომლის მიღწევაც მოხერხდა. სააკაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება უკვე არსებობს. „ყველა თავის თავზე ვერ მოირგებს კოდექსს და ამის პრეტენზია არც ხელისუფლებას და არც პოლიტიკურ სუბიექტებს არ აქვთ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, დიალოგი არის ხალხის შეკვეთა და პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, შეთანხმებები დიალოგის შედეგად ხერხდება.
"დღევანდელი უშიშროების საბჭოს სხდომა რათქმაუნდა მოწვეულია ოპოზიციის მოთხოვნით. ეს ეხება საკითხს, რომელიც უკავშირდება ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას. 2005 წლის სექტემბერში ზემო ლარსის პუნქტი დაკეტრილი იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ ცალმხრივად, ვითომდა შესაკეთებელი სამუშაოების მოტივით, ახლა ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ერევანში რუსების მონაწილეობით ამ სასაზღვრო პუნქტის გახსნის თაობაზე.
გამოითქვა გარკვეულ საფრთხეებთან დაკავშირებული მოსაზრებები პარლამენტში. უშიშროების საბჭოს გაფართოებული ფორმატი გახდა ტრადიციული. ჩვენც ბევრს ვსწავლობთ ამ შეხვედრების დროს. ვგულისხმობ გილაურს, ჩემ თავს,ბაქრაძეს და სხვა მუდმივ წევრებსაც და ეს არის სასარგელო.
მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრინციპული თანხმობა ძირითად სუბიექტებს შორის მიღწეულია მთავარ საკითხებზე.
მთელ რიგ საკითხებში ჩვენ ბევრად უფრო შორს წავედით, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კომპრომისების შედეგად.
მრავალი წლის განმავლობაში ეს არის პირველი შეხვედრა საქართველოში, როცა ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი ძალიან ბევრ საკითხზე საუბრობს და აღწევს სერიოზულ შეთანხმებას.
ეს იმ პირობებში, როცა გარედან წყდება ჩვენი ძირგამოთხრის და შერყევის მცდელობები. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ბევრი პრობლემაა.
ჩვენ ასევე მივესალმებით იმას, რომ ბევრი თქვენგანი აქტიურადა რის ჩართული საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში.
მივესალმებით იმას, რომ დღეს ევროკავშირმა რა თქმა უნდა დაგვიანებით, მაგრამ გააკეთა მკვეთრი განცახდება, რომელშიც მოითხოვა ქართველი მოზარდების უპირობო განთავისუფლება.
ბავშვების, რომლებიც მიდიოდნენ ერთ-ერთი ბავშვის ავადმყოფ მამასთან იმ ბავშვის სახლში, საიდანაც 2008 წელს გამოაძევეს.
ამაზე მეტი ცინიზმი, ამაზე მეტად აბუჩად აგდება ყველანაირი ადამიანური ნორმის, რასაც ოკუპანტი დღეს საქართველოს ტერიტორიაზე სჩადის, დიდიხანია არ გამიგია ამ რეგიონში.
დღეს ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას, კარგი ამბავი იყო ის, რომ პრაქტიკულად ჩვენ ვიმყოფებით ვიზების ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ეტაპზე.
შეიძლება კარგი ინფორმაცია არ იყო მიცემული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატებისთვის. ეს ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს.
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვინც არ დაარღვევს სავიზო რეჟიმს, პრაქტიკულად ხდება ძალიანა ადვილი პროცედურა.
რუსეთის აგრესიის შემდეგ ეს იქნება პირველი სერიოზული სიგნალი გამოგზავნილი ევროკავშირის მიერ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე ევროკავშირთან.
ეს არის ძირითადი საკითხები რაზეც ვისაუბრეთ. ეს არის კლასიკური ნიმუში, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ ერთია ვინ რომელ პარტიაშია,
მთავარია, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ სტაფილოების პოლიტიკიდან სერიოზულ პოლიტიკაზე გადავდივართ."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური