სიახლეები
10.01.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასტანაში გაემგზავრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ასტანაში გაემგზავრა.
დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი კომპანიის "კაზმუნაიგაზი" პრეზიდენტს უზკბაი კარაბალინს შეხვდება.
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია 11 იანვარს გაიმართება.
ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილი ბანკის "ტურან ალემი" ხელმძღვანელობას შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური