Google+

სიახლეები

08.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიის სამეფოში, ლიტვის რესპუბლიკასა და ფინეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში გაემგზავრება.

9 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი დანიის სამეფოს პარლამენტის სპიკერს ქრისტიან მეიდალს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ანდერს ფოგ რასმუსენთან. შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი დანია-საქართველოს ბიზნეს-ფორუმს გახსნის. ამას გარდა, იგი სიტყვით გამოვა დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ გადაცემისათვის "Deadline".

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი დანიის პრინცს, მის სამეფო უდიდებულესობას ფრედერიკ ანდრე ჰენრიკ კრისტიანს შეხვდება, ხოლო შემდეგ სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში გაემგზავრება.

ლიტვაში მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სუამი-ს ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაში და ვილნიუსის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაში.

11 ოქტომბერს იწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ფინეთის რესპუბლიკაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტარია ჰალონენს პირისპირ შეხვდება. შემდეგ საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციები მოლაპარაკებებს გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ და ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ფინეთის პირველი პირების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მატი ვანჰანენს შეხვდება და ფინეთის პარლამენტსაც ესტუმრება.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გვირგვინებით შეამკობს გმირთა ჯვარსა და ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული გმირის მარშალ მანერჰეიმის საფლავს, სიტყვით წარსდგება პაასიკივის საზოგადოების მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე. აღნიშნულ ღონისძიებას ფინეთის რესპუბლიკის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, ფინეთში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსი, ექსპერტ-პოლიტოლოგები და პოლიტიკურ გამოცემათა ჟურნალისტები დაესწრებიან.

12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა საქართველო-ფინეთის რესპუბლიკის ერთობლივ ბიზნეს-ფორუმზე.

მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში ამავე დღეს დაბრუნდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)