სიახლეები
08.02.2008
მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის სადისკუსიო პანელში "ევროპის სტაბილურობის გამოწვევები: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მომავალი" .
კონფერენიაში მონაწილეობას იღებს 250 მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა შორისაც იქნებიან 30-მდე ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები; განიხილავენ საკითხებს თემაზე - „მსოფლიო უწესრიგობაში - ცვალებადი ძალაუფლება - სტრატეგიის ნაკლებობა".
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დენიელ ფრიდს შეხვდება. მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 10 თებერვალს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური