Google+

სიახლეები

15.02.2013
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მთავრობის ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, კერძოდ, საქართველო-რუსეთის რკინიგზის პროექტის შეჩერებასა და საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის თაობაზე საგარეო პოლიტიკაში გარკვეული რეალიზმის ნიშნები გაჩნდა. როგორც მან განაცხადა, სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა მთავრობის მხრიდან გაუაზრებელი და აფხაზეთის რეინტეგრაციის წინააღმდეგ გადაგმული ნაბიჯი იქნებოდა, რაც უპირველესად დააზარალებდა საქართველოს  უსაფრთხოებას.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე დადებითად შეაფასა თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილება, რომელიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობას, ხოლო თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენის საკითხს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, წინა ხელისუფლება ამ საკითხზე  რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ: „პოლიტიკური პარტიების ეგოისტური ინტერესების გამო, პროექტი შეჩერდა და ბევრი დრო დაიკარგა“. პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკური საკითხები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს და იმედი გამოთქვა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება აღარ შეცვლის. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)