Google+

სიახლეები

09.12.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი სატუმროს მშენებლობის თაობაზე კონტრაქტი გააფორმა

მოგესალმებით!

მიმაჩნია, რომ მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა მსგავს მოვლენებს უკვე შევეჩვიეთ კიდეც.

რამდენიმე თვის წინათ, გერმანიაში ყოფნისას, ძალზე ლამაზ სასტუმროში გვედო ბინა და ვფიქრობდით, რომ კარგი იქნებოდა თუ მსგავსი სასტუმრო საქართველოშიც აშენდებოდა.

თუმცა ეს მხოლოდ ოცნება იყო, რომლის განხორციელებასაც ძალზე ცოტა დრო დასჭირდა.

გადვიდა რამდენიმე კვირა და გადაწყდა, რომ ზუსტად ასეთივე ან უკეთესი სასტუმრო თბილისშიც აშენდებოდა.

აქედან გამომდინარე, აუხდენელი ოცნება არ არსებობს.

უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში და მის დედაქალაქში საუკეთესო მარკები შემოდის.

მთელ საბჭოთა პერიოდში საქართველოში მხოლოდ ერთი დიდი საუკეთესო მარკა - შერატონი შემოვიდა და 1980-იან წლებში "შერატონ-მეტეხი-პალასი" აშენდა.

წინა მთავრობის 11 წლიანი მმართველობისას კიდევ ერთი ბრენდი - "მერიოტი" შემოვიდა, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 5 ახალი დიდი ფირმა შემოვიდა.

ამით, პრაქტიკულად, ძირითადი სასტუმროების მშენებლობა საქართველოში დასრულებულია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო და თბილისი მსოფლიო რუკაზე ძალზე მყარად მკვიდრდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრად მეტი ტურისტი და მოგზაური ჩამოვა.

ეს იმას ნიშნავს, რომ დაგვიბრუნდება ისტორიული ფუნქცია, როგორც რეგიონალურ ცენტრს - ვაჭრობისა და ტურიზმის თვალსაზრისით.

თბილისი შუა აზიის და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ცენტრი იყო. ამას გარდა, ყველა ვამაყობთ იმით, რომ რამდენიმე წელიწადში თბილისის ცენტრში ყველაფერი ისე იქნება, როგორც პარიზში, ბერლინში, ნიუ-ორკში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 2007 წლის გაზაფხულიდან, თბილისი წარმოუდგენელი მაშტაბის სამშენებლო მოედანი გახდება.

ჩვენი გათვლებით, რამდენიმე ათეული ათასი მაღალი კვალიფიკაციის მქონე მშენებელი დაგვჭირდება, გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს ჰყავს საქართველოს. საქართველოში ჩნდება კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.

ამ სფეროში ჩვენ არა მხოლოდ არ გვაქვს სამუშაოს პრობლებმა, არამედ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების დეფიციტი გვაქვს.

საზოგადოებისადმი ჩემი მოწოდებაა, სამუშაოს შოვნა შეიძლება თუ ჩვენ ყველა ერთად ავიმაღლებთ კვალიფიკაციას, რათა ზუსტად შევესაბამებოდეთ დღევანდელ მოთხოვნებს; იმ მოთხოვნებს, რომლებიც თანამედროვე ეკონომიკას შეესაბამება. თბილისი და საქართველო დიდ მშენებლობას იწყებს.

ყოველივე ამის მოსამზადებლად ორი წელი დაგვჭირდა, გაზაფხულზე კი, ეს მშენებლობები თბილისში და შავი ზღვისპირა რეგიონებში, საკურორტო და არასაკურორტო რეგიონებში იწყება.

ყოველივე ამისთვის ყველა უნდა მოვემზადოთ.

დღეს ჩვენ "კემპინსკის" მშენებლობას ვიწყებთ, ხვალ აჭარაში „შერატონის" მშენებლობას დავიწყებთ.

უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ რამდენიმე დიდი სასტუმროს ქსელი შემოვა.

ეს დიდი აღმშენებლობის და დიდი იმედების დასაწყისია.

აი, რას ნიშნავს, რომ ქვეყანა თავისუფალია და არ არის კორუფცია.

ჩვენმა ქვეყანამ თავი გამოიჩინა არა დაძაბულობით, ომებითა და შეხლა-შემოხლით, არამედ ათასი პროპაგანდისა მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ცდილობდნენ, საქართველო არაპროგნოზირებად, არასტაბილურ და არაქმედითუნარიან ქვეყნად წარმოეჩინათ, მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყანა გავხდით და ყოველივე ეს ახალ ტეტნოლოგიებში, ახალ სამუშაო ადგილებში, ახალ შენობებში, საქართველოს ახალ სახეში და ჩვენს ქვეყანის ეპოქალურ გარდაქმნებში გამოიხატება.

მინდა კიდევ ერთხელ სიამაყით მოგესალმოთ.

ჩვენთვის დიდ პატივია, რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც იქნება.

მსურს ჩვენთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი და დროულად დავავასრულოთ დაწყებული დიდი საქმე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)