Google+

სიახლეები

12.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოლანდის კუნძულებს ეწვია

ფინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან ერთად ოლანდის კუნძულებს ეწვია და ამ ავტონომიის გამოცდილებას გაეცნო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი ოლანდის ავტონომიაში დიმიტრი სანაკოევთან ერთად ჩამოვიდა რათა მათ ენახათ, თუ რას ნიშნავს წარმატებული ავტონომია. თავის მხრივ, სანაკოევმა აღნიშნა, რომ ოლანდის ავტონომიის მოდელი იდეალურია სამხრეთ ოსეთისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერთი მხრივ, ეს არის ადგილი, სადაც ლინგვიტური, კულტურული, პოლიტიკური უფლებებია დაცული და მეორე მხრივ, სახელმწიფო არის მთლიანი. „მე ვარ მეორე ოფიციალური პირი ქართული წარმოშობით, რომელიც გენერალ ბაგრატიონის შემდეგ, ოლანდის კუნძულებზე ჩავიდა. მან ეს კუნძულები 1809 წელს დაიპყრო. მე ვფიქრობ. რომ ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა. თუ როგორ შეიძლება ცივილიზებულად იქნეს გადაწყვეტილი საკითხები" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების შესახებ კომენტარი გააკეთა. „მე ვახსენე გენერალი ბაგრატიონი, ერთადერთი საერთო, რაც მასთან მაქვს, ის არის, რომ ჩემი დიდი ბებიაც ბაგრატიონი იყო და ეს იმათ საყურადღებოდ, ვისაც ხვალ მონარქიის აღდგენა უნდა საქართველოში. კარგი იქნება, თუ ავიცილებთ არჩევნებს შემდგომში და წყნარად ყველაფერს გადავაგორებთ ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე; ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. რადგან იუმორის გრძნობა ოპოზიციას ბოლო ხანებში ღალატობს" - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)