Google+

სიახლეები

22.07.2008
სააკაშვილი დედოფლისწყაროს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დედოფლისწყაროში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად სიღარიბის დაძლევის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.

შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სფეროს, მათ შორის სარწყავი სისტემის განვითარებაზე, ასევე მევენახეობისა, რძის პროდუქტების და ხორბლის წარმოების დახმარებაზე სახელმწიფოს მხრიდან და წისქვილების არასაკმარის რაოდენობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობა წელს ყურძენზე სუბსიდიების გაცემას გეგმავს.

პრეზიდენტის თქმით, შარშან სუბსიდიები არასწორად, ქარხნებზე იყო გაცემული. წელს კი სუბსიდიები ყურძნის ღირებულების გაზრდას მოხმარდება. პროგრამისთვის, სავარაუდოდ, 15-20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი.

მიხეილ სააკაშვილი კახეთის მოსახლეობას მომავალ გეგმებზეც ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდის პარალელურად ღვინის მოხმარებაც იზრდება. ასევე საქართველომ ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებში მოიგო სასამართლო პროცესები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ფალსიფიცირებულ ქართულ ღვინოს აწარმოებდნენ. კახელებმა შეხვედრაზე მხარეში არსებულ წყალმომარაგების პრობლემებზეც ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობს თვითდინებით წყლის მიყვანის პროგრამებზე, რაც პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)