სიახლეები
19.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი ლაოსისის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თონგსინგ თამავონგს შეხვდა. შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა და თონგსინგ თამავონგმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავის მხრივ,თონგსინგ თამავონგი საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოხატა, რომელიც ქვეყანამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შეიძინა. პრემიერ-მინისტრი საქართველოში სტუმრობითაც დაინტერესდა და ისიც აღნიშნა, რომ წარმატებული რეფორმების შესასწავლად ლაოსიდან სპეციალურ ჯგუფს გამოგზავნის.