Google+

სიახლეები

16.02.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სადაზღვევო ინიციატივასთან დაკავშირებული საკითხები მინისტრებთან ერთად განიხილა

ავლაბრის სახელმწიფო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებთან ერთად სადაზღვევო ინიციატივასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. შეხვედრას სამედიცინო სადაზღვევო კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

"ჩემი ძველი ოცნება და შემდგომ უკვე პრეზიდენტის სურვილი საქართველოში საყოველთაო დაზღვევის სისტემის შემოღება იყო.

ის, რაც ბოლო დროს სადაზღვევო კომპანიების მიერ გაკეთდა, ეს უკეთესობისაკენ ნამდვილი გარღვევაა. სადაზღვევო კომპანიები ქართული საზოგადოებისათვის მართლაც ძალიან დიდ სამოქალალქო სასარგებლო ფუნქციას ასრულებენ.

პრაქტიკულად, ჩვენ მთლიანად ვცვლით საზოგადოების, კერძო სექტორის, საექიმო საზოგადოების ერთიერთქმედების კულტურას. საქართველოში ეს ბაზარი საკმაოდ კარგად განვითარდა. რამდენიმე წლის წინ, გვესმოდა, რომ ამ კუთხით იყო პრობლემები, სახელმწიფო დაზღვევამ არ იმუშავა, ვინაიდან ადრე არ გვქონდა ფინანსური უზრუნველყოფა. რასაკვირველია, არის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება თქვენს ურთიერთობას თქვენსავე კომპანიებში დაზღვეულ კლიენტებთან. არ არსებობს სრულყოფილი სისტემა, ყოველთვის არის გარკვეული პრობლემებიც.

არის ბევრი ისტორიები, რომლებიც მოიცავს როგორც პრობლემებს, ასევე წარმატებებსაც. ასე, რომ დახვეწა გვჭირდება.

იანვრის დასაწყისში შეიქმნა პრობლემები პოლიკნინიკების დაფინანსებასთან დაკავშირებით და თქვენთან ერთად გადავწყვიტეთ ხუთლარიანი პაკეტის შემოღების ინიციატივა. აქ ყველაფერი გათვლილია.

ჩვენი საერთო ამოცანა ამ პაკეტის უზრუნველყოფაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ ამ პაკეტმა ხალხს მისცეს დაზღვევის სტიმული, არამედ, მეორეს მხრივ, ექიმებს, ჯანმრთელობის ცენტრებს საბაზრო ურთიერთობების პირობებში, მეტი შემოსავლის შემოსვლის სტიმული მიეცეს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ომოც ლარზე და თუნდაც ას ორმოც ლარზე მომუშავე ექიმები, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას საზოგადოებას ვერ შესთავაზებენ.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებსაც.

ჩვენო ამოცანა პროპაგანდირებაა - ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პრაქტიკულად, ის თანხა, რაც მათ უნდა გადაიხადონ, ანუ ოც ლარზე ნაკლები წელიწადში, ძალიან დაბალია, ხოლო დიდია ის შეღავათი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ამ დაზღვევის შედეგად მიიღებს.

სირარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები სახელმწიფომ უკვე დააზღვია, ახლა კი, ჯერი სიღარიბის ზღვარს ზემოთ მყოფ ადამიანებზე დადგა. მათთვის ამ დაზღვევას ექნება ეკონომიკური სარგებელი. ყველაზე უფრო მაღალშემოსავლიან ოჯახებისათვისაც კი, ეს პაკეტი იქნება ძალიან კარგი. მთლიანობაში ეს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მხრებზე დააწვა ეკონომიკური გაჭირვება. ამ დროს განსარუთრებით დიდია სტრესი და შესაბამისად ჯანმრთელობის პრობლემებიც იმატებს. ამ დროს განსაკუთრებით მძიმეა ოჯახებისათვის ის დარტყმა, როცა ადამიანი ცუდად ხდებიან და ოჯახი ფინანსურად შეიძლება განადგურდეს. ეს რომ არ მოხდეს, ამისათვის ჩარჩო ჩვენ თქვენთან ერთად უკვე შევქმენით. ორი, სამი წლის წინ, ამაზე ძნელი იქნებოდა საუბარი.

დღეს კი, ყველა ერთად უნდა გადავიდეთ კულტურულ ერთიერთობებზე, რათა კრიზისის პირობები ჩვენმა საზოგადოებამ უკეთესად გადაიტანოს.

ჩვენი ამოცანაა - ერთად ვიმუშაოთ, არ იყოს მაქინაციები, სისტემის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხს დაეხმაროს. უნდა ჩამოყალიბდეს სადაზღვევო კომპანიებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა.

მინდა გთხოვოთ, ვითანამშრომლოთ, ჩვენ შევქმნით მონიტორინგის ჯგუფს, პირადად ჩავერთვები და გავაკონრტოლებ, რომ ის ახალი ინიციატივები, რომლითაც ჩვენ გამოვედით, ჰაერში გასროლილი არ დარჩეს. ყოველკვირეულად მინისტრებთან ერთად მოვისმენ დეტალურ ანგარიშს იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი ახალი სოციალური ინიციატივის განხორციელება თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ.

ამ ყველაფერში თქვენი იმედი გვაქვს. თქვენ მართლაც ახალი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ხართ "- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)