Google+

სიახლეები

10.11.2009
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბერის #768 განკარგულება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების (ჩატარების) შესახებ

1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, 2009 წლის 11 ნოემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-18 მუხლის მე-5 ნაწილით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლითა და ამ განკარგულების მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საზოგადოებაში სარგებლობს დადებითი რეპუტაციით, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

4. საკონკურსო საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღის განმავლობაში (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. 1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონკურსის სამდივნო). თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ ორი კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ორი კანდიდატის წარდგენა.

5. კონკურსის სამდივნოში წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი, განათლება (უმაღლესი), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);

ვ) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-18 მუხლის მე-5 ნაწილითა და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (ე. შარაშიძე) შექმნას კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)