Google+

სიახლეები

23.11.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი პრეს-სპიკერი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიდა ქართლში სტუმრობისას მისი ახალი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მანანა მანჯგალაძე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჟურნალისტია, რომელთანაც მას დიდი ხნის ნაცნობობა აქვს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანანა მანჯგალაძე პროფესიონალია, რაც მისი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთხელ დადასტურებულა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის პატივია, რომ ჟურნალისტი შეთავაზებაზე დათანხმდა. მისი განცხადებით, ამიერიდან მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტის პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე როგორც საქართველოს, ასევე მთელს მსოფლიოს გააცნობს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)