Google+

სიახლეები

01.12.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ისანი-სამგორის რაიონში მშენებარე საცურაო კომპლექსი დაათავლიერა

საქართველოს პრეზიდენტმა ისანი-სამგორის რაიონში მშენებარე საცურაო კომპლექსი დაათავლიერა. კომპლექსი შენდება "იაფი კრედიტის" ფარგლებში. მშენებლობაზე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი. კომპლექსში რამდენიმე საცურაო აუზი, საწვრთნელი დარბაზი, წყალბურთისა და ცურვის სექციები იქნება. ამასთანავე, ამ კომპლექსის გვერდით შენდება საჭიდაო დარბაზი, რაც ამ რაიონის სპორტულ რაიონად გადაქცევას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "შადრევნების შემდეგ საქართველოში აუზების მშენებლობა იწყება, დღეისთვის თბილისში ყველა საცურაო კომპლექსი არის ქალაქის ცენტრში კონცენტრირებული, მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია და ამ კომპლექსებით სარგებლობა რიგით მოქალაქეებს არ შეუძლიათ."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა ამ რაიონში მოსახლეობისთვის საცურაო კომპლექსი იყოს ხელმისაწვდომი, აბონიმენტის ღირებულება არ იყოს მაღალი, გათვალისწინებული იყოს სოციალურად გაჭირვებული ფენების ინტერესებიც, ნაწილისთვის შესაძლოა, კომპლექსი იყოს უფასო, ხოლო ნაწილისთვის - იაფი. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ბიზნესიც იყოს მომგებიანი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)