Google+

სიახლეები

11.01.2010
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების ვადის 2 კვირით გაგრძელება სთხოვა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოვლენების ხელოვნურად დაჩქარება საჭირო არ არის და ყველამ, მათ შორის ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააზრებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

"ვადა უნდა გაგრძელდეს, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს მივცეთ გადაწყვეტილების საშუალება. არ გვინდა პროცესების ხელოვნურად დაჩქარება. 2 კვირა არაფერს ცვლის და ჩვენ კონსენსუსს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. 7, 8 და 9 იანვარი საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესი დრო არ არის. ყველას უნდა მივცეთ საშუალება, ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ დაისვენოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს. ვუთხრათ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ კანდიდატურის შესარჩევად მათ საკმარისი დრო აქვთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, საქართველოში თავისუფალი, სამაგალითო არჩევნები ჩატარდეს, რომლის სამართლიანობაში ეჭვი არავის შეეპარება.

"ეს მნიშნელოვანია საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის. საქართველოს მტერს, ოკუპანტს აქვს კონკრეტული ამოცანა, საქართველოში მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია და ამის ნიადაგზე ინტერვენცია, ქვეყნის სრული დაპყრობა განახორციელოს. ეს არის სცენარი და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ამ სცენარს ვერ განახორციელებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)