სიახლეები
15.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში გაემგზავრა, სადაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაგეგმილი 38-ე კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილი სიტყვით წარსდგება სპეციალურ სესიაზე და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრებს. ასევე დაგეგმილია ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა FAO-ს გენერლურ დირექტორთან.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია — სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაეროს სისტემის უმთავრეს, სპეციალიზებულ სააგენტოს წამოადგენს, რომლის შტაბ-ბინაც რომში მდებარეობს.