Google+

სიახლეები

14.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა საგანმანათლებლო სისტემაში დაგეგმილ ცლილებებისა და იმ კანონპროექტის კრიტიკით დაიწყო, რომელიც საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, პროექტს, რომელიც ზღუდავს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას, ქვეყნის განათლების სისტემისთვის გრძელვადიანი ზიანის მიყენება შეუძლია. საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია ისიც, რომ პროფესორ-მასწავლებლების სარგო განისაზღვრება კანონით, უნივერსიტეტის გვერდის ავლით.

„ის კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად განიხილავენ, არის საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია განათლების სისტემაში... ახლა სახელმწიფოს მოადგნენ და მოადგნენ განათლებას, ჩვენს მომავალს, ყოველივე იმას, რაც თქვენ შექმენით თქვენი ნიჭით, თქვენი ენთუზიაზმით, იდეალიზმით, დაუღალავი შრომით და თქვენი პროფესიის წარმოუდგენელი სიყვარულით! ფაქტია, რომ ვიღაცას არ სჭირდება განათლებული თაობა - გავეშებული თაობა უფრო ადვილი სამართავია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დახურვის ფაქტს და დასძინა: „მისი ერთადერთი ჭირისუფალი მე აღმოვჩნდი - ხმა არავინ ამოიღო“. ქვეყნის პირველმა პირმა საზოგადოებას სწორი დასკვნების გამოტანისკენ მოუწოდა, მით უფრო მაშინ, როცა საქმე ახალგაზრდა თაობის განათლებას შეეხება, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კი მოუწოდა, გადახედოს კანონპროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას. 

შეხვედრის დასასრულს, ქვეყნის პირველმა პირმა პრეზიდენტის სასახლეში 17 ივნისს 17:15 საათზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სუდენტები მოიწვია, რომლებთან ერთადაც აპირებს ღიად განიხილოს განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენები. იგი გაეცნობა ახალგაზრდების მოსაზრებებს, რაც მიხეილ სააკაშვილს ძალზე მნიშვნელოვნად მიაჩნია.  

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)