Google+

სიახლეები

12.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებში ჩალოკა ბეიანის შეხვდა. საუბარის მთავარი თემა დევნილთა უფლებების დაცვა, მათი პირობების გაუმჯობესება და იმ  ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა იყო, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.  თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს რეზოლუციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ყავს 400 ათასზე მეტი დევნილი, რომელიც ვერ ბრუნდება საკუთარ ოჯახში.  მათ  იძულებით დაატოვებინეს ადგილი, სადაც დაიბადნენ, სწავლობდნენ, ცხოვრობდნენ და ჰქონდათ საგვარეულო საფლავები. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ წინა წლების განმავლობაში, რათა ამ ხალხს ჰქონოდა სახლები, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია... აუცილებელია მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან, მაგრამ, მთავარია ის, რომ ყველაზე ძლიერმა აგრესორმა და ოკუპანტმაც კი ვერ წაართვას მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის გაეროს რეზოლუცია, რომელზეც პირადად ვმუშაობ. რათა ხმების მაქსიმალური რაოდენობა და მხარდაჭერა გვქონდეს მათი საკუთარ კარ-მიდამოსა და მშობლიურ ადგილებში დაბრუნების უფლება. მათ დარჩათ სახლები საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში. სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკის არსი. ვერავინ  ვერასდროს ვერ უნდა წაართვას მათ ეს უმნიშვნელოვანესი უფლება - დაიბრუნონ საკუთარი სახლი და მიწა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესის მშვიდობიანად წარმართვაში საერთაშორისო ორგანიზციების იმედი გვაქვს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)