სიახლეები
19.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ნათენაძეების ოჯახს ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი რაბათს სტუმრობდა, სადაც გიორგი და სოფიო ნათენაძეების მიერ დაარსებული „მესხური ბრენდით“ დაინტერესებდა. ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც მესხური ვაზის უნიკალური ჯიშების მოიძიებით და ღვინის დაყენების წარმოებით არის დაკავებული, რაბათში საკუთარი მაღაზია გახსნა, სადაც მესხური ვაზის ჯიშებისა და მესხური ღვინის პროპაგანდას ეწევიან. „მესხური ბრენდი“ რაბათის ტერიტორიაზე ერთადერთი მოქმედი მაღაზიაა, რაც არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტმა კომუნალური გადასახადები შეუწყვიტა რაბათის ტერიტორიაზე ყველა მოქმედ მსგავს ობიექტს, რის შედეგადაც ყველა ობიექტი დაიხურა. ნათენაძეების ოჯახი კი ის ერთადერთი მცირე მეწარმე აღმოჩნდა, რომელმაც ამ ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით შეინარჩუნა „მესხური ბრენდის“ მაღაზია. საქართველოს პრეზიდენტი ნათენაძეებს რაბათში ესტუმრა, ქვეყნის პირველი პირი მათი წარმოებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა ამ ენთუზიაზისთმის და ღირსების ორდენები პირადად გადასცა.
მიხეილ სააკაშვილი: "ეს რაბათი ცარიელი ქვები დარჩება თუ თქვენ არ გააცოცხლებთ. თქვენ, რომ აქ არ იყოთ ამას ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა. რაბათის მშენებლობის ინიციატორი შეიძლება მთავრობა იყოს, მაგრამ სიცოცხლე თქვენ ხართ ... ის, რომ თქვენ, დარჩით აქ და გამაგრდით ნიშნავს იმას, რომ სხვებიც ისევ დაბრუნდებიან. იმიტომ, რომ ახალციხეს და რაბათს დიდი მომავალი აქვს. თქვენისთანა ხალხზე თქვენისთანა, ენთუზიასტებზე და პატრიოტებზე დგას საქართველო."