Google+

სიახლეები

25.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ პოლიტიკურ ტენდენციებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის. ქვეყნის პირველმა პირმა ვრცლად ისაუბრა ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს  შორის არსებულ განსხვავებებზე, ასევე ევროპული კურსის  უალტერნატივობაზე. საქართველოს პრეზიდენტი რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ქვეყანასთან ურთიერთობისას, მეტი სიფრთხილეა საჭირო. მან რუსეთში არსებული პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაც განიხილა და ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებს აუცილებლად მოუწევს რეგიონის დატოვება.

„რუსეთის პერსპექტივა ძალიან რთულია. ვინც არ უნდა იყოს რუსეთის შემდეგი მმართველი - ნაციონალი თუ ლიბერალი - ამ ჯგუფებს შორის სრული კონსესუსია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი კავკასიიდან უნდა წავიდეს. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, მათ მთელი კავკასიიდან მოუწევთ ჯარების გაყვანა და რეგიონის დატოვება. ეს, პრინციპში, აბსოლუტურად გარდაუვალია და უახლოესი წლების პერსპექტივაა. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე ბოლო პერიოდში... ის, რომ რუსეთი ცუდ ფორმაშია, უკვე ყველამ გაიგო; ის, რომ რუსეთი ახლანდელი საფრთხეა, ესეც ყველამ გაიგო, მაგრამ მე სხვა პრობლემა მაღელვებს - პატარა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს საკუთარი შანსი. დღეს დაიწყო რუსეთის დიდი დაღმასვლა. მაგამ მე ვშიშობ, საქართველომ არ გაასწროს ამ მიმართულებით. ამიტომ ყველაზე მეტად დღეს ის არის ჩემი განცდის, შიშის, საფრთხისა და შეშფოთების საგანი, რომ ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ არ აღმოჩნდეს დროსა და სივრცეში აცდენილი თავის ბედთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

დიასპორასთან შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჯიმით გაგრძელდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)