Google+

სიახლეები

24.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ესტონელ კოლეგას თომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს და ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილეს.  ლიდერები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხნენ. ესტონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ტომას ჰენდრიკ ილვესმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პროგრესს მიაღწევს ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს აღმოჩენილი დახმარებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის აქტიური მხარდაჭერისთვის.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)