Google+

სიახლეები

18.09.2013
პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოქალაქეობა მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში, სამსუნის რაიონში ქართულ სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა. „ჩარშამბას“ აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს დროშებით დახვდნენ. ქვეყნის პირველი პირი ქართულ სოფლებს ჩათაქსა და ქაბაგდაღს ესტუმრა, სადაც იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს პირადად გადასცა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ხელმოწერილი აქტები.

„ჩვენმა დამპყრობელმა, რუსეთმა ბევრი თქვენგანი გაასახლა მშობლიური მიწიდან, რათა საქართველოს დავიწყებოდით თქვენ და თქვენ დაგვიწყებოდათ თქვენი მემლექეთი - საქართველო. მაგრამ ეს არ მოხდა - ისეთი ძლიერია ჩვენი გენი, ენა და კულტურა, რომ რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ქართველებად ვრჩებით!..

ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად გავაგრძლებთ საქართველოს წინსვლას. იმ ქართველებს, თურქეთის მოქალაქეებს, რომელმაც იციან ქართული ენა და შეინარჩუნეს ქართველობა, უყვართ საქართველო და არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, ჩვენს შორის ურთიერთობის  განვითარება სურთ და უნდათ, რომ საკუთრი მემლექეთი საქართველო ააღორძინონ, ჩვენ ყველას მივცემთ საქართველოს მოქალქეობას. თქვენ ხართ ქართველები და თქვენთან ერთად საქართველო არის ძალიან დიდი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჩათაქიდან ქაბაგდაღში მგზავრობისას ქვეყნის პირველ პირს მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსული თანამემამულეები დახვდნენ, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი აჭარულ სახლში მიიპატიჟეს. მიხეილ სააკაშვილი იმერ და იათენ ილმასებმა საკუთარ ოჯახშიც მიიწვიეს, სადაც პრეზიდენტს საგანგებოდ დაახვედრეს ქართული ტრადიციული კერძები.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)