Google+

სიახლეები

28.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი ამ დღეებში მომხდარ პროვოკაციებს გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილი ამ დღეებში მომხდარ პროვოკაციებს გამოეხმაურა და ბათუმის პიაცაზე მომხდარ ინციდენტსაც შეეხო. მელორ ვაჩნაძის მიერ მოწყობილ პროვოკაციას, მან მთავრობის ორგანიზებული უწოდა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, მისთვის ძალიან სასიამოვნოა ის კეთილგანწყობა, რომელსაც საზოგადოება ბათუმში მის მიმართ ბოლო პერიოდში იჩენს, თუმცა გულისტკივილით დასძინა, რომ მსგავსი ინციდენტები პრობლემას უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და, შესაბამისად, უსაფრთხოების განცდას ქვეყანაში და ხალხის სიმშვიდეს.  

„ძალიან მომწონს აქ ყოფნა და ის კეთილგანწყობა, რომლითაც ბოლო დღეების განმავლობაში მხვდებიან, 2004 წლის შემდეგ არ მახსოვს. ხალხი მხვდება, ტაშს მიკრავს, მეფერება და ამას ტელევიზიით აჩვენებენ.  ეტყობა, ერთ კაცს, რომელმაც ტელევიზიით ნახა ეს, არ მოეწონა და გუშინ მთელი ბრიგადა გამოუშვა. მათ გადაუხადეს სასტუმროს ფული, სამივლინებო ხარჯები, სასამართლო ხარჯები. საქართველოში პრეზიდენტის შეურაწყოფა, დეპუტატებისა და პოლიციელების ცემა 100 ლარი ღირს მაშინ, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტს, რომლებსაც დინამოს სტადიონთან პლაკატი ჰქონდათ გაშლილი, იმ რუსი დეპუტატის ჩამოსვლის პროტესტის ნიშნად, რომელიც აფხაზეთის ომში ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა, თავისუფლების სანაცვლოდ 1000 ლარი გადაახდევინეს.  

მინდა ამ ადამიანს ვუთხრა: ყველაფერს აქვს თავისი ფასი - თუ „ჩაცუცქულ“ ელემენტებს ემხრობი, თუ პოლიტიკის კეთებას მათი გამოყენებით აპირებ, თუ კონფლიქტის გაღვივებას გეგმავ სრულიად გაუმართლებელი ქმედებებით, როგორიც ადიგენში მოხდა, სამწუხარო შედეგს მიიღებ. შედეგი უკვე ჩანს, რაც ამდენი წლის განმავლობაში არ გვინახავს და უფრო მეტს დავინახავთ. ყველაფერი ერთ სურათად იკვრება და საზოგადოებას ექმნება პრობლემები. ის ადამიანი თავის თავს უშველის, მაგრამ რა უნდა ვქნათ ჩვენ, საზოგადოებამ? მერე როგორ უნდა დავალაგოთ ყველაფერი? როგორ უნდა დავაბრუნოთ ის ტურისტები და ინვესტორები, რომელსაც ამით გააქცევს? როგორ უნდა დავუბრუნოთ ქვეყანას შემოსავალი? მე ეს მაინტერესებს, თორემ „ჩაცუცქულების“ შიში ბავშობიდან არ მქონიდა და არც ახლა მაქვს -ისევ ყველგან ვივლი და ყოველ საღამოს ვიჯდები ხალხში და არც იმის პრობლემა მაქვს, რომ დაცვის თანამშრომლების გარეშე ვიყო. ასეთი აქტიურობით, ქაოსის დანერგვითა და არეულობის შექმნის მცდელობით, პრობლემა ექმნება ქვეყანას - გაჩერებული წარმოებები, დაკლებული შემოსავლები, უსაფრთხოების განცდის მოშლა... ის, რაც გუშინ პიაცაზე მოხდა, ხალხმა თავად ნახა. შეგიძლიათ გაიკითხოთ - ბათუმი პატარა ქალაქია და ძლიან ბევრი თბილისელი იჯდა იქ. მოდით, ხალხს ნუ ააღებინებთ ხელში ამ სამართალს. პრეზიდენტს თავი დავანებოთ, პიაცა ბათუმის ყველაზე ხალხმრავალი ადგილია და გუშინ იქ ერთი პოლიციელი არ იყო. ეს იმას მიანიშნებს, რომ ეს იყო სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწყობილი აქცია. როდესაც ხალხს აღებინებ ხელში სამართალს იმის გამო, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს, ამას ისტორიული ფასი აქვს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)