Google+

სიახლეები

22.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი: ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ჩვენს გამონათქვამებს, რადგან ეს პირდაპირ აზარალებს საქართველოს საქმეს

საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ოჯახში სტუმრობის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ზაზას მსგავსი თვდადებული გმირები ჰყავდეს.  

„ზაზა დამენიას ისტორიაა იმის დამამტკიცებელი, რომ მრავალი წელია ვიმყოფებით შეტევის ქვეშ ჩვენი მოწინააღმდეგის მხრიდან. ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი რამ ისევ უკუღმა დადგა.  ცოტა ხნის წინათ ციხიდან გაუშვეს რუსეთის ჯაშუშები, მათ შორის, ერთ-ერთი ისეთი, რომელიც 2004-შიც აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას რუსეთს ჩვენი ჯარების განლაგების შესახებ ცხინვალის გარშემო. ეს ცალსახად არის დადასტურებული. მათ ჰონდათ ზუსტი კოორდინატები სად დაერტყათ და სად შეეგდოთ ყუმბარები. ეს ხალხი ლამის გმირებად გაათავისუფლეს  ციხებიიდან. ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო დღეებში რუსეთის ელჩებმა მიიღეს ინსტრუქცია და რამდენიმე ქვეყანაში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ციტირებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თითქოს ომში საქართველოა დამნაშავე. ეს არის ძალიან საშიში რამ. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ჩვენს გამონათქვამებს, რადგან ეს პირდაპირ აზარალებს საქართველოს საქმეს. ორი დღის წინათ კორეაში იყო რუსეთის ელჩის წერილი, რომელშიც პირდაპირ ციტირებენ ბიძინა ივანიშვილს: კორეელები რაღატომ ამბობთ რომ ოკუპანტები ვართ, თვად ბიძინა ივანიშვილი ამბობს საწინააღმდეგოსო. იგივე ინსტრუქციები მიიღეს რუსეთის ელჩებმა ევროპულ ქვეყნებში - იმ ქვეყნებში, რომლებიც მხარდაჭერას გვიცხადებენ რუსეთის აქედან  გასვლისა და საქართველოს დეოკუპაციის საკითხში. გმირს უნდა ერქვას გმირი, ჯაშუშს კი -  ჯაშუში. თუ ასე არ ვიფიქრეთ, ახალი ზაზა დამენიები საქართველოში აღარ გაიზრდებიან; მაშინ აღარავინ ჩათვლის საჭიროდ, ქვეყნისთვის გაწიროს თავი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მედიის შეკითხვებსაც უპასუხა. ჟურნალისტების ინტერესს მედიასივრცეში შექმნილი პრობლემები წარმოადგენდა.  

„გასული წლის განმავლობაში - საქართველოში დაიხურა რამდენიმე ტელეარხი. ეს არის ტელეკომპანია “პიკი”, “რეალTV”, ასევე იხურება „მე-9 არხი“, არ ვიცი, რაღაც აფიორას თუ არ აქვს ადგილი ან რაიმე კომბინაციას... დახურვის პირასაა მისული „მაესტრო“. ერთი რამ ვიცი, შეიძლება ჩემი მთავრობის დროს იდეალური ვითარება არ იყო, მაგრამ უფრო მეტი ტელევიზია გაიხსნა და ბევრად მეტი, ვიდრე იყო მანამდე. ახლა, ბოლო თვეებში კი  ფაქტია, რომ რადენიმე ტელეარხი სატელევიზიო სივრციდან გაქრა, რამდენიმე გაზეთი დაიხურა. არ მგონია, რომ რომელიმე მთავრობის ინტერესი იყოს საინფორმაციო გზის გადაკეტვა. საქართველო პატარა ქვეყანაა და თუკი არ იქნება საინფორმაციო სივრცე, თუნდაც ისეთი, რომელიც შეიძლება არ მოგვწონდეს, გავრცელდება ჭორები, რაც ბევრად უარესი ინსტიტუტია. ამიტომ, ვფიქრობ, რაც უფრო მეტი გაზეთი და ტელევიზია იქნება საქართველოში, მათ შორის ობიექტურიც და არაობიექტურიც, მიკერძოებულიც, მატყუარაც და სიმართლის მთქმელიც, მით უკეთესი იქნება, ხალხი თავად გამოიტანს აზრს“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)