სიახლეები
30.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და იაროსლავ კაჩინსკიმ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერისათვის, პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებას, რომელზეც ორკესტრმა პოლონეთისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულა, პოლონური დიასპორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სახელმწიფო ჰიმნი ბავშვებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმაც შეასრულა.