Google+

სიახლეები

26.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ბათუმში სოციალური პროექტების განახლებას ურჩევს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და  ხელისუფლების წარმომადგენლებს საპრეზიდენტო პროგრამის „ბათუმი ბარაკების გარეშე“ განახლებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის თქმით, პროგრამა, რომელიც სამ წელიწადზე იყო გათვლილი, ბათუმში ბარაკებისა და ეკომიგრანტების ბინებით უზრუნველყოფის პრობლემას მოხსნიდა. პროექტი მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა და, შესაბამისად, მისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმის ბიუჯეტს ჩამოაჭრეს.

მიხეილ სააკაშვილმა განმარტება ბათუმში მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებითაც გააკეთა. მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იგი გასართობ ცენტრში იმყოფება, სრული სიცრუე უწოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ბობოყვათის სამთავრობო  რეზიდენცია საკუთარი ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დატოვა და ამიერიდან ბათუმში დედის კუთვნილი ბინით ისარგებლებს.   

ქვეყნის პირველი პირი ყოფილი მთავრობის წევრების დაპატიმრებების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, მათ დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს.  

 „ადამიანი, რომელიც ჩადის დანაშაულს, უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ისეთი განცხრომით ლაპარაკობს დაპატიმრებებზე, ისე მოწონს ის ფაქტი, რომ ვიღაცას დაიჭერს, ისე ყვება ამას ინტერვიუების დროს, რომ ხანდახან მგონია, რაღაც სიურეალიზმთან გვაქვს საქმე.  ეს ყველა მთავრობის დროს ხდება, მით უმეტეს, დემოკრატიულ ქვეყნებში - თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, უნდა დაისაჯოს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, დიდი თეორია არ სჭირდება. იმის ნაცვლად, რომ მიხედო სოციალურ პროგრამებს, არ მესმის, დღე და ღამე რატომ უნდა ლაპარაკობდე დაჭერებზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.        



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)