სიახლეები
18.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლეონიდ კოჟარას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო. უკრაინა, როგორც ეუთოს თავჯდომარე ქვეყანა, მზად არის ძალისხმევა არ დაიშუროს და გააქტიუროს თავის როლი რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის.