Google+

სიახლეები

21.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ სააკშვილი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რომ მსგავსი ქმედებებით საქართველო არასასურველ შედეგს მოიმკის და დააზარალებს როგორც მის პრესტიჟს, ისე ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივას. ამას გარდა, ქვეყნის პირველმა პირმა ბოლო საერთაშორისო აქტიურობასთან დაკავშირებით ისაუბრა და ამ მხრივ, ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას დაუთმო.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)