სიახლეები
24.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკაში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.
კერძოდ, ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, არიზონას შტატში იგი მონაწილეობას მიიღებს ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ „სედონას ფორუმში“.
ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან, რომელიც ამ რანგში პირველად შეხვდება მიხეილ სააკაშვილს. ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.