Google+

სიახლეები

18.04.2013
მიხეილ სააკაშვილი სურთხაჩის სომხურ ეკლესიაში წირვას დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში სურთხაჩის სომხურ ეკლესიაში მივიდა და წირვას დაესწრო. საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტი რეგიონის განვითარების საკითხს შეეხო და, ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობას დაუთმო. მიხეილ სააკაშვილმა ქართველი და სომეხი ხალხის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.  

„რამდენიმე წლის წინათ აქ 12 წლის ბიჭი გავიცანით, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ქალაქს, ახალქალაქს მომავალი არ აქვს. რამდენიმე წლის წინათ ეს მართლაც იყო სიმართლე. ეს იყო სიმართლე 90-იანი წლების უბედურებაში აღზრდილი თაობისათვის, მაგრა დღეს ეს ასე აღარ არის. ჩვენ აქ უზარმაზარ რკინიგზას, უზარმაზარ ხაზს ვაშენებთ, რომელიც რეალურად იქნება პეკინიდან ლონდონამდე მიმავალი რკინიგზა, რომლის ცენტრალური პუნქტი საქართველოში, ახალქალაქში იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ შევქმნით ათასობით სამუშაო ადგილს და უკვე იქმნება კიდეც. ამ რკინიგზის მშენებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს. ამ რკინიგზით უნდა შევძლოთ ხალხის დასაქმება, ბიზნესის შემოსვლა, ახალი საწარმოების, ლოჯისტიკური ცენტრებისა და სასწავლებლების გახსნა. აქ ჩვენ გავიყვანეთ გზა, რომელიც რეგიონს დედაქალაქთან აკავსირებს. ეს გზა თავისთავად უკვე ბევრად უფრო მჭიდროდ ინტეგრირებს ახალქალაქს დანარჩენ საქართველოსთან. აქ სულ უფრო იგრძნობა ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პერსპექტივა იგრძნობა თითოეული ახალქალაქელისთვის, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელისთვის. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროცესი აქ და საქართველოში თქვენი ადგილის პოვნის და გაძლიერების პროცესი. ჩვენ ვერ დაგვაშორა მტერმა და ვერც დაგვაშორებს. რა სირთულეების გადალახვაც არ უნდა დაგვჭირდეს, ქართული სახელმწიფოს პროგრესი მაინც შეუქცევადი იქნება და საქართველო ბოლომე შეასრულებს დანაპირებს ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რა ეჭვებიც არ უნდა გამოთქვან და რა დაბრკოლებებიც არ უნდა შეგვიქმნან.  ქართველი ხალხი, თქვენი ჩათვლით, ყველა ერთად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.  

ქვეყნის პირველი პირი წმინდა მამებმა სურთხაჩის ეკლესიის რეზიდენციაშიც მიიწვიეს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)