სიახლეები
20.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებზე ხვალ დაგეგმილ კენჭისყრასთან და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე გადაწყვეტილებები ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად მიიღოს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პროცესი ნორმალური საპარლამენტო განხილვის, დისკუსიისა და დიალოგის ფარგლებს დაუბრუნდეს. ეს ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ყველასთვის კარგი იქნება, უპირველესად კი - ქართული საზოგადოებრიობისათვის. როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ისე უმრავლესობას მან პიროვნული ამბიციების გვერდზე გადადებისა და ერთმანეთის წინადადებების მიღებისკენ მოუწოდა.