Google+

სიახლეები

15.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „საგარეო პოლიტიკის მიმართულებით,  რეალიზმის გარკვეული ნიშნები გაჩნდა“

დღეს საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, არის ბევრი ცდუნებაც.

რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებიც წინა პლანზე გადმოვიდა.

უპირველესად, კმაყოფილებით მინდა ავღნიშნო ის, რომ გარკვეულ საკითხებში ჩდება, რეალისტური ნოტები.

ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ინტენსიური ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე საქართველო-რუსეთის რკინიგზა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გაიხსნას.

თავისთავად, ეს გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დააზარალებს საქართველოს უსაფრთხოებას, ქვეყნის პერპსექტივებს და არაფერს არ აძლევს საქართველოს არც ეკონომიკური და არც სოციალური თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ეს არის აფხაზეთის რეინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი.

ბოლო დღეებში მთავრობის მხრიდან მოვისმინე ახალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს პროექტი ახლა აღარ განიხილება და არის გრძელვადიანი განხილვისა და დისკუსიის თემა. მე უდავოდ ამას მივესალმები.

ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მოქმედებებში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით,  უკვე გაჩნდა გარკვეული რეალიზმის ნიშნები და ეს არის ის შემობრუნება, რომელსაც არ შეიძლება არ მივესალმოთ.

ასევე მინდა ვთქვა, რომ გუშინ თურქეთში მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ბათუმში მეჩეთის აშენებისა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს ისტორიული ძელგების აღდენის თაობაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე რამდენიმე წელიწადია ვმუშაობთ და ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია ყველასათვის გამჭირვალე და ნათელი იყო.

მეჩეთები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რადგან მუსულმანები არიან საქართველოს საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.

ჩვენი ძეგლები თურქეთში ასევე არის ქართველი კულტურის განუყოფელი ნაწილი.

ამიტომ, ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ აღდგეს ქართული ძეგლების აღდგენა თურქეთში.  ამავდროულად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ტრადიციულ ძეგლებს საქართველოს ტერიტორიაზეც.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო და არც ახლა შეცვლილა.

მივესალმები ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს ჩვენს მეზობლებთან.

მეორე მხრივ, ის ხალხი, რომელიც დღეს მოვიდა მთავრობაში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვიწევდა ისტერიულ წინააღმდეგობას სწორედ იმ ფორმით გადაგვეჭრა ეს საკითხი, როგორც მათ გუშინ გამოაცხადეს გადაჭრაში.

ამ წარმოუდგენელი, გააფთრებული, დაუსაბუთებელი, ხელჩართული წინააღმდეგობის შედეგად, ეს პროცესი ჩვენ გაგვიჭიანურდა და ჩვენი ძეგლები დღეს ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე 2 წლის წინათ იყო, მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკებები დაიწყო.

ახლა ირკვევა, რომ მათ საერთოდ არ ადარდებდათ არც ჩვენი ძეგლების ბედი და არც მეჩეთების ბედი საქართველოში.

არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი იყო კომფორტულ სავარძლებისთვის ბრძოლა და როგორც კი მოკალათდებიან ხოლმე ამ სავარძელში, მათი ეს, თუნდაც არასწორი პრინციპები მეასე პლანზე გადადის.  

რა თქმა უნდა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ მინდა წუხილი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი დრო დავკარგეთ პოლიტიკური პარტიების ეგოისტური ინტერესების გამო, რაც გუშინ ნათლად დადასტურდა თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მომავალში, ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკური საკითხები ბევრად მაღლა უნდა დავაყენოთ, ვიდრე პარტიული ინტერესები.

ჩვენ ხშირად ვხედავდით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, პოზიცია თვეში რამდენჯერმეც კი შეიცვალა.

ალბათ, ესეც გამოუცდელობის ბრალია და იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა აღარ შეიცვლის პოზიციას იმის მიხედვით, თუ რომელ დედაქალაქში და ვისთან გამართავს სხვა დროს მოლაპარაკებას.

აი, ეს არის აუცილებელი, თუ გვსურს პატივი გვცენ როგორც სერიოზულ ქვეყანას და სერიოზული რეპუტაციის მქონე საერთაშორისო მოთამაშეებს, როგორებიც ჩვენ ვართ.

ჩვენ გვყავს მეგობრები და სწორედ ამიტომ არიან ისინი დასაფასებელი ყველაზე მეტად. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)