მიხეილ სააკაშვილი : ,,თუკი არსებობს სიტყვა გენიოსის შესაბამისი პიროვნება, ეს არის ელდარ შენგელაია, კლასიკური განმარტება რომ იყოს ლექსიკონში, სიტყვა გენიოსის გვერდით დაიწერებოდა ელდარ შენგელაია. მართლაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი არა უბრალოდ ქართულ კულტურასა და ქართულ კინომატოგრაფიაში, არამედ უბრალოდ ჩვენს დღევანდელობაში, ჩემი ღრმარწმენით საქართველოსისტორიაში.. რადგანაც საქართველოს ისტორია ეს ასევე არის ჩვენი კულტურის, იდენტურობის ისტორია,ეს ყველაფერი კი თავისთვად ძალიან განსაკუთრებული და უნიკალურია.. თუკი რამე ასახავს, ზუსტად, ქართულ სულს, ქართულ იდენტურობას, ეს არის ელდარ შენგელაიას ფილმები.... ჩვენ ვეღარც ვამჩნევთ, ისე დავიწყეთ მისი ფილმების გმირების პერსონაჟებივით და მათი ციტატებით საუბარი. ისინი ჩვენ შორის არიან ყოველთვის, ბევრი ჩვენგანი ვაზროვნებთ მათ მსგავსად, ჩვენ ერთმანეთს ვარქმევთ ამ ფილმების პერსონაჟების სახელებს... რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ ბატონი ელდარი, ეს არის რეზო გაბრიაძე, ეს არის რეზო ჭეიშვილი, ეს არის თაობა კიდევ სხვა ძალიან სერიოზული სცენარისტებისა, ოპერატორებისა, რომლებიც მასთან ერთდმუშაობდნენ. ეს არის დიდი ქართველი მსახიობების წარმოუდგენელი თანავარსკლავედი, რომლებთან ერთადაც მან შექმნა ქართული კინომატოგრაფიული სახეების უნიკალური ნიმუშები. ყველაფერ ამას სჭირდება შემკვრელი, განსაკუთრებული ადამიანი-გენიოსი, ელდარ შენგელაია კი სწორედ ეს ეს გენიოსია. მე არ ვარ კინომცოდნე, მაგრამ მე მინახავს, რომ ... თითქოს მსახიობიც მაგარია, სცენარიც, ოპერატორიც მაგრამ არ არის კინო. ბატონ ელდარის ფილმებში კი ყველაფერი მაგარია, ამ მაგარი ფილმების შემქმნელია ეს ადამიანი! ელდარი ყველა ჩვენგანზე უფრო ახალგაზრდაა, არა მხოლოდ შესახედავად, დღეს რომ დავინახე მომაჩვენა, რომ კიდევ უფრო გაახალგაზრდავებულა.. მაგარამ ყველაზე ძალიან რაც მახარებს, ის არის რომ სულით ახალგაზრდაა, ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ახალს სწავლობს, ახლისთვის არის გახსნილი, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერ ახალს უყურებს კეთილი თვალით და ყველაფერ ახალს პირველი აცნობიერებს, პირველი იტაცებს ხელში სიახლეს, ესეც გენიოსის დამახასიათებელი თვისებაა. ბატონო ელდარ, მინდა გითხრათ, რომ ყველანი აუცილებლად გავფრინდებით, ყველანი გავფრინდებით, ჩვენი ქვეყანაც გაფრინდება, ყველა იმის ჯინაზე, ვისაც უნდა რომ დაგვაკავოს და მიწაზე დაგვსვას და დაგვამიწოს, ცხრაკლიტურში მოგვათავსოს, არაფერი არ გამოუვა. ყველა ჩვენი ყველაზე თამამი ნატვრა ახდება, ყველაზე უფრო გაბედული რაღაცეები მოხდება და საქართველო აუცილებლად ისეთი იქნება, როგორც ერთაოზს წარმოეგინა, როგორც თქვენ წარმოგედგინათ, ისეთი როგორც ჩვენ ყველას გვინდა!. არ არსებობს საქართველოს სახელმწიფო იერარქიაში გენიოსობის ორდენი, რადგანაც გენიალური პიროვნებები გვყავდა ძალიან ცოტა, მაგრამ არსებობს ის, რასაც ყველაზე მეტად შეესაბამება ბატონ ელდარ შენგელაიას პიროვნებას, ესარის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და მე მინდა ქართული სახელმწიფოს სახელით გადავცე მას ეს ჯილდო."