Google+

სიახლეები

22.01.2013
მიხეილ სააკაშვილი: „ვერავინ ვერასდროს ვერ გამაკეთებინებს იმას, რაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იქნება!“

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში მცხოვრებ  ქართველ მხატვრებს შეხვდა და მათ მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენაც დაათვალიერა.

მათთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან აშკარად შეინიშნება ტერმინი „ოკუპაციის“ გაქრობის მცდელობა, რაც ქვეყნისთვის ღირსების შელახვის ტოლფასია. მანვე კომენტარი  ევროსაბჭოს მიერ მისაღებ ახალ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც გააკეთა:

,, მთავარია არ შესუსტდეს არსებული რეზოლუცია- ის, რაც ჩვენ უკვე გვაქვს. ეს არის ძალიან მყარი იურიდიული ბაზა, რაც პატარა ქვეყნისთვის  მთავარია. ყველა ოკუპაციას მოყვება დეოკუპაცია, ყველა იმპერია ბოლოს ყოველთვის უკან იხევს, მაგრამ მთავარია, რომ თვითონ იმ ადამიანმა არ თქვას უარი თავის უფლებებზე, ვისაც ეს ბაზა შეუქმნეს, ისევე როგორც ინდივიდუალურმა დაზარალებულმა და ოკუპირებულმა ქვეყანამ!  დღეს საქართველოს სწორედ ამ ცდუნების წინაშე აყენებენ! არავინ არ არის რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ეს ორმხრივი სარგებელის საფუძველზე უნდა მოხდეს. თავის დროზე შევარდნაძე რომ არ დათანხმებოდა და ხელი არ მოეწერა  სამშვიდობო ხელშეკრულებაზე,  2008 წელიც ვერ მოხდებოდა... 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ისევ გვეუბნებოდნენ, რომ მოგვიწერეთ ხელი ,,რაღაცეებზე’’, არ მოვუწერეთ! თუ ახლა ისევ წავალთ ისეთ ტრაგიკულ ნაბიჯზე, ამას უკვე ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოყვება, რაც  კატასტროფა იქნება. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად!“- განაცხადა პრეზიდენტმა კომენტარისას. 

მისივე შეფასებით  ბოლო დროს ხელისუფლების პოლიტიკაში  ქვეყნისთვის საგანგაშო ტენდენციები შეინიშნება:

,,იცით, რა არის ღირსების შემლახველი? როდესაც არც პრემიერ-მინისტრის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის ტერმინოლოგიაში უკვე 3 თვეა აღარ ისმის სიტყვა „ოკუპაცია“!  აი, ეს არის ღირსების შემლახველი, როცა ამაზე შენივე მთავრობა არ ზრუნავს!  ეს იმ ფონზე , როცა დეპუტატთა ჯგუფები ბალტიის ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან,  წლები იბრძოდნენ იმისთვის რომ ელაპარაკა რუსეთის ქმედებების დაუშვებლობაზე,ოკუპაციასა და დეოკუპაციაზე. თუ შენ თავად არ საუბრობ, რომ შენი ქვეყანა ოკუპირებულია, თუ  თავად ამბობ უარს შენი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, აი ეს არის პრობლემა! მე ძალიან ვამაყობ ქართველი ხალხით,  რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, ვერავინ ვერასდროს ვერ გამაკეთებინებს იმას, რაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იქნება!“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)