Google+

სიახლეები

30.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი მარტვილში საკრებულოს წევრებს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მარტვილის საკრებულოს ეწვია. საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი საზრუნავი ქვეყნის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობაა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ სიმტკიცისკენ და ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდა. 

"ჩვენი ამოცანა არ არის რომ პოლიტიკურ დაძაბულობის რეჟიმში ყველა საკითხი წყალს გავაყოლოთ. ამიტომ ძალიან კარგია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი მაგრად დადგნენ. ვფიქრობ, კანონიერებისა და წესრიგის აღდგენა ყველას ინტერესებს შეესაბამება, რადგან, ალბათ, კარგად გვახსოვს გადამწვარი მარტვილი, კარგად გვახსოვს რას ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირება... ყოველივე ამის ნიშნები დღემდეა შემორჩენილი. დღეს დილიდან ზუგდიდში შუქი არ იყო. არც საკრებულოს შენობაშია - 90-იან წლებს მაგონებს... თქვენთან ქართლიდან მოვდივარ, იმ რეგიონში მასობრივი ყაჩაღობები დაიწყო, ისეთი, როგორიც ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა. დღეს ქვეყნის წაყვანას სწორედ ამ მიმართულები ცდილობენ. და ეს უნდა ხალხს? ჩვენი სურვილია, რომ დემოკრატიისა და აზრთა პლურალიზმის პირობებში, ყველა ინსტიტუტს ვცეთ პატივი და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

https://mail.google.com/mail/images/cleardot.gif




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)