Google+

სიახლეები

23.10.2012
ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველომ მე-9 ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დუბაიში საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს ესწრება, მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგზე ისაუბრა, რომლის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველომ მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

„ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, მთავარი რამ მოხდა - არის მსოფლიო ბანკის რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. მსოფლიოს ბანკს აქვს საკუთარი კრიტერიუმები იმის შესახებ, არის თუ არა მარტივი ბიზნესის კეთება საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიოში. შევარდნაძის მთავრობის დროს ამ თვალსაზრისით 141 ადგილს ვიკავებდით, განხორციელებული რეფორმების შედეგად, გასულ წელს უკვე ვიყავით მე-16 ადგილზე გადავინაცვლეთ. მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა არის ასულში, საქართველო კი, ამ რეიტინგით, დღეს მე-9 ადგილზე იმყოფება. ამ მხრივ, ჩვენ გვისწრებს სინგაპური - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქვეყანა, ჰონკონგი, ახალი ზელანდია, ამერიკა, დანია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და  სამხრეთ კორეის რესპუბლიკა. ამ ქვეყნებს მოსდევს საქართველო და შემდეგ  ავსტრალია. ეს არის რეალობა. რუსებს ჩვენზე 100-ჯერ მეტი ფული აქვს და მიუხედავად დიდი მცდელობისა და მთელი თავისი პროპაგანდის, ასეულშიც ვერ მოხვედრილა. რეალობა არის ის, რომ საქართველოში - ეს უკვე აღიარეს კოალიცის წევრებმა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია მსოფლიოში, ამიტომ გადასახადების შემცირება წარმოუდგენელია. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ბიზნესზე არ არის კორუფციის წნეხი; ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ ყოფილა ადმინისტრაციული და სამთავრობო წნეხი; ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობიდან და, მით უმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მათ წილში არავინ არ უჯდებოდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში ყოფილიყო თავისუფლება. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ჩვენი ერთადერთი რესურსი არის მეტი ინვესტიცია, ბიზნესის გამარტივება, არაკორუმპირებული გარემოს შენარჩუნება, დანაშაულის არსებული - ძალიან დაბალი დონის შენარჩუნება და თუ ქვეყანა ამას შევძლებს, საქართველოს აქვს შანსი, გააგრძელოს პროგრესი. არ ვიცი შევძლებთ თუ არა ამ პოზიციის გაუმჯობესებას - ისედაც უმაღლესი ლიგის მწვერვალზე ვიმყოფებით - მაგრამ ბევრი სხვა მიმართულებით, ჩვენ შეგვეძლება მივაღწიოთ შემდგომ წარმატებებს. ვისურვებდი, რომ საქართველომ გააგრძელოს წარმატებული აღმშენებლობა; ვისურვებდი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია დაეთანხმოს მთავრობას იქ, სადაც უნდა დაეთანხმოს; ვისურვებდი, რომ ეს დადებითი ტენდენცია, ბიზნესის თავისუფლებისა და სიადვილის თვალსაზრისით მეცხრე ადგილზე ყოფნა, წარმოუდგენელი სასწაულია; ასევე ვისურვებდი, რომ ყოველივე ეს შევინარჩუნოთ და არაფერი არ დაინგრეს. დანგრევა ადვილია, შენებაა ძალიან ძნელი და ვისურვებდი ამ პროცესის გაგრძელებას, მე კვლავაც ვივლი მთელ მსოფლიოში და გავაგრძელებ საქართველოს პოპულარიზაციას, რათა ჩვენს ქვეყანაში კვლავაც ჩაიდოს ფული, საქართველოში ჩამოვიდეს უფრო მეტი ბიზნესმენი, საქართველოში ჩამოვიდეს უფრო მეტი ტურისტი და ყოველივე ამის შედეგად, ქართველმა ხალხმა იცხოვროს უკეთესად. საქართველოში ხალხის დონის გაუმჯობესების სხვა რეცეპტი, თუ არა ეს, უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)