სიახლეები
17.10.2012
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრემიერ-მინისტრის თანამდობობაზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ჩვენი მოვალეობაა საქართველოში გამართული არჩევნების შემდეგ ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით გაწერილი ის პროცედურები, რომლებიც არჩევნების შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირების დაწყებასა და საქართველოს მთავრობის ფორმირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეირჩა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნება“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლის შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატს აქვს 10 დღიანი ვადა, რათა წარმოადგინოს მთავრობის სრული შემადგენლობა მისი ახლადარჩეულ პარლამენტში წარსადგენად შემდგომი ნდობის მიღებისთვის“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.