Google+

სიახლეები

17.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესს ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 21-ე კონგრესის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. კონგრესის სესიაზე დაგეგმილია სახელმწიფო მეთაურების, პრემიერ-მინისტრების, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლა. 17 ოქტომბერს კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილი მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი პირი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.   

ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე პარტიის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე იმსჯელებენ და პარტიის ახალ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.

ბუქარესტში მიმდინარე კონგრესს ევროკავშირის 16 ქვეყნის ლიდერი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი დაესწრებიან.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)