Google+

სიახლეები

29.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი ფოთში რამდენიმე ოჯახს ესტუმრა

ფოთში პრეზიდენტი დღეს დევნილთა ახალ დასახლებას სტუმრობდა და ერთ-ერთი ოჯახის პირადი სტუმარიც იყო.  მიხეილ სააკაშვილი იმ სოციალური და ყოფითი პირობებით დაინტერესდა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან აქ დასახლებულ დევნილებს აქვთ. მანუჩარ ბარსანიას ოჯახში ყოფნისას, პრეზიდენტმა იმ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ახლო მომავალში დამატებით 2 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს ქალაქს.

დევნილთა დასახლებიდან მიხეილ სააკაშვილი ვალიკო რურუას ოჯახს ეწვია, რომელშიც ერთად ცხოვრობენ სამი თობის წარმომადგენლები. ადგილობრივების სახელით, მასპინძელმა ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა იმ  პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც ფოთში ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. როგორც ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, წყლის და ბუნებრივი აირის პრობლემა დღეს უკვე აღარ არის. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკვე დაწყებულია შიდა გზებისა და ახალი კანალიზაციის სისტემის გამოცვლა, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას მოუხსნის ქალაქს.    



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)